x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ (იგავი)

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
იმ დღეს, თითქოს მოლაპარაკებულები იყვნენ, ყველა მომსვლელი მასწავლებელს მხოლოდ იმას ეკითხებოდა, იყო თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და რა იქნება სიკვდილის შემდეგ? მასწავლებელი ყველას უღიმოდა, პასუხს კი არავის აძლევდა. შენდეგ ერთი მოსწავლე არ მოეშვა და დაინტერესდა, თუ რატომ არიდებდა თავს ის ამ შეკითხვას?
— თქვენ შეამჩნიეთ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობით, ის ადამიანები ინტერესდებიან, რომლებმაც არ იციან, რა უყონ ამ სიცოცხლეს? მათ კი, კიდევ ერთი სიცოცხლე უნდათ, რომელიც მარადიულად გაგრძელდება, – უპასუხა მასწავლებელმა.
— და მაინც, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? – გაჯიუტდა ერთი მოსწავლე.
— არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილამდე – აი, რა არის საკითხავი – უპასუხა მასწავლებელმა.

0
247
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0