სხვა გარდაიცვალა ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში 2015, 12 ნოემბერი, 12:51 პროვინიცია სურინში(სამხრეთ-აღმოსავლეთი ტაილანდი)26 წლის ასაკში გარდაიცვალა დედამიწაზე ყველაზე მაღალი ადამიანი პონჩაი საოსრი.
თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი ოფიციალურად არ იყო აღიარებული, როგორც ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში.ეს "წოდება" გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით 32 წლის თურქს, სულთან კოსემს ეკუთვნის.მისი სიმაღლე 2, 51 სმ-ია.გამოდის პონჩაი მასზე 18 სანტიმეტრით მაღალი იყო. როგორც Bangkok Post-ი იუწყება პონჩაი მრავალრიცხოვანი დაავადებებისგან იტანჯებოდა, ჰქონდა ჰორმონალური დარღვევები.იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე წელიწადი, მას შემდეგ რაც იგი ავტოავარიაში მოყვა ტაილანდელი გოლიათი საწოლზე იყო მიჯაჭვული, ამ ხნის განმავლობაში მან 70 კილოგრამი დაიკლო, ხოლო სიმაღლეში კიდევ 12 სანტიმეტრი მოიმატა.თუმცა მისი დასუსტებული კუნთები მაინც ვერ უძლებდა დატვირთვას.სიკვდილს წინ პონჩაი 153 კიოლოგრამს იწონიდა. როგორც ტაილანდელი გულივერის დედამ განაცხადა, ბიჭუნა ბავშვობაში ჩვეულებრივი იყო, თანატოლებისგან არაფრით გამორჩეული, სანამ მე-6 კლასიდან უცებ არ აიყარა ტანი. საოსრის ოჯახი ძალიან ღატაკია, მათ ქონება ერთი ჰექტარი მიწაა, სადაც ბრინჯი მოყავთ და ოთხი ხარი.მას შემდეგ, რაც საოსრიზე ყველა გაზეთმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, მოსახლეობამ დაიწყო მათთვის ფულის შეგროვება. ერთ თვეში შეგროვდა 100 000 ბატი(დაახლოებით 2.800$), თუმცა ამ თანხას ოჯახი უკვე გოლიათის იმ ქვეყნიურ სასუფეველში გასაცილებლად გამოიყენებს. 529 6-ს მოსწონს 1-ს არა
|