x
image
სი
დიზელის ვერტმფრენი Airbus-ისგან

imageკომპანიამ Airbus Helicopters-მა შექმნა სამგზავრო ვერტმფრენი H120, რომელსაც დიზელის ძრავი აქვს.ტურბოკომპრესორიანი დიზელის ძრავი AE440 ავსტირული კომპანიის Austro Engine-ს მიერ არის შექმნილი. ძრავის მოცულობა 4, 6 ლიტრია, ხოლო სიმძლავრე 1 კვტ/0, 8 კგ-ზეა. ძალოვანი დანადგარის რემონტთშორისი რესურსი ორი ათასს საათს შეადგენს.


იმისათვის, რომ ვერტმფრენი H120 დიზელის ძრავით აღეჭურვათ, ინჟინრებს დემპფერების სპეციალური სისტემის შექმნა მოუწიათ. თუმცა წვალებად ღირდა, ვინაიდან ტურბოდიზელს ტრადიციული კონსტრუქციის ძრავასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია.


AE440-ში საწვავის, ჰაერის და ანთების მიწოდების რეგულირება ელექტრონულად ხდება. ამის ხარჯზე ძრავის მუშაობის ოპტიმიზირება და საწვავის ხარჯის შემცირება ხდება.ამას გარდა დიზელის ძრავის გამოყენება ნახშირჟანგის გამოტყორცნას 40%-ით, ხოლო აზოტის ოქსიდისას 53%-ით შეამცირებს.

0
222
4-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0