მუსიკა სოფო ნიჟარაძე: - " შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!" 2015, 11 ნოემბერი, 13:22
ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია! შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!"რამდენიმე დღის წინ მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. "მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე! სოფო: რა პონტში, აქ, ჩვენთან? მიხეილ სააკაშვილი: აბა... სოფო: ხო, ალბათ იქნება მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო. სოფო: ხო, მაგრამ რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ მიხეილ სააკაშვილი: ვის? სოფო: ჩვენებს. მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი. სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან." აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ყველაფერს ფაბრიკაცია უწოდა და დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარისგან თავი შეიკავა. აქვე დასძინა, რომ ნოდარ მელაძე მისი საუკეთესო მეგობარია და რომ სოფოს მელაძე ძალიან უყვარს და " ფსბ" - ს დამონტაჟებული სიყალბე და ფაბრიკაცია ნოდარ მელაძის ღირსებას არ შელახავს.
230 7-ს მოსწონს
|