"მერწმუნეთ, არ ვაჭარბებ: "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" - ლევან ღვინჯილიას პასუხი ბიძინა ივანიშვილს
ორიდოდე წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „თუ ქართველი ხალხი ილიას გზას აირჩევს, მაშინ მე მზად ვარ, ბოლომდე ვიდგე მის გვერდით“. ეს სიტყვები დღეს ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ საზოგადოებას შეახსენა ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით. აი, რას წერს ბატონი ლევანი:
"ბატონო ბიძინა!
-თქვენი ეს პოზიცია ჭეშმარიტად მამულიშვილურია, მაგრამ მას აქვს თქვენ მიერვე გაცხადებული წინაპირობა:
-"თუ ... ხალხი აირჩევს ილიას გზას" (!!!)
- ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ (მე იმედი მქონდა, რომ ეს დიალოგი სახვა დროს, სხვა ვითარებაში და სხვა ფორმით გაიმართებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა): ხალხმა თქვენ მიერ სასურველად მიჩნეული არჩევანი რომ გააკეთოს, ამისათვის აუცილებელია, მან იცოდეს "ილიას გზის" არსი და მნიშვნელობა ერის მომავლისათვის;
- რას გულისხმობდა ილია, როცა ბრძანა: "ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა"-ო???
- ჩვენდა სამწუხაროდ, იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტენ, არიან ისეთებიც, რომელთა ლიდერებს ილიას მიმართ სრულიად განსხვავებული აზრები აქვთ (აქ მეტად არ დავაკონკრეტებ).
- დასანანია, რომ დღემდე არ განისაზღვრა ჩვენი სამშობლოს სამერმისო გეზი, რასაც თქვენც ადასტურებთ, როცა ბრძანებთ: "თუ ჩემი ხალხი აირჩევს"-ო.
- ეს ხომ სწორედაც იმის აღიარებაა, რომ ხალხს ჯერ ეს არჩევანი არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა;
- მას (ხალხს) არც "სხვა არჩევანზე" უთქვამს რაიმე, მაგრამ მავანნი ხმამაღლა გაიძახიან, "ქართველი ხალხის არჩევანი" ესა და ესააო.
- როდის, სად, რა ვითარებაში გამოხატა ერმა თავისი აზრი?
- აქ სათქმელი ბევრია, მაგრამ მოკლედ მოგახსენებთ:
- ხომ არ დადგა დრო ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიის გახსნისა და ხომ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ სწორედ თქვენ ითავოთ ამ საჯარო დისკუსიის მასპინძლობა, როგორც "მოქალაქის" დამფუძნებელმა და ლიდერმა???
- იქნებ დადგა დრო, ერს (ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით, ეს სიტყვა რას ნიშნავს დღევანდელ ქართულში!!!), ქვეყნის მოსახლეობას ავუხსნათ და გავაგებინოთ, რა არჩევანზეა საუბარი და მერე შევთავაზოთ "მის უზენაესობას" არჩევანის გაკეთება???
- მერწმუნეთ, არ ვაჭარბებ ("ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების) !!!"