x
image
Guns N Roses
ვინ იყო ბეთჰოვენი?

image



ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანსმოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს.



მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა მე-3 ("გმირული", მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 ("ტრაგიკული", დო მინორი, 1808), მე-6 ("პასტორალური", 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი" (1810), ოპერა "ფიდელიო" (1805); უვერტიურები: "კორიოლანი" (1807), "ლეონორა" - №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა.



1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), "საზეიმო მესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა. ბეთჰოვენის უკანასკნელ საფორტეპიანო სონატებში, განსაკუთრებით კი 29, 30, და 32 სონატებში, სათავეს იღებს იმ დროისთვის ახალი ჟანრი რომანტიზმი.



ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის "მუსიკალური სინდისი" უწოდეს.
ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 ("გმირული") სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ "ტრაგიკულს" უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი - მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა "ცეკვის აპოთეოზი" უწოდა. მე-4 და მე-6 ("პასტორალური") სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახევარი) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოსურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის "ოდა სიხარულისადმი" და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.




დიდი ტრადიცია აქვს ბეთჰოვენის ნაწარმოებათა შესრულებას საქართველოში. მისი საფორტეპიანო კონცერტები და სონატები პირველი ქართველი პიანისტის ა. მიზანდარის რეპერტუარში შედიოდა. ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შევიდა 1927 წლის 4 აპრილი თბილისში ბეთჰოვენის გარდაცვალების 100 წლისთავზე გამართული კონცერტი: "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" სიმფონიურმა ორკესტრმა ი. ფალიაშვილის დირიჟორობით საქართველოში პირველად შეასრულა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. ანასტასია ვირსალაძემ 30-იან წლებში შეასრულა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო კონცერტები. ფართოდ აღინიშნა საიუბილეო თარიღები 1950 (სიმფონიური კონცერტების ციკლი ო. დიმიტრიადის დირიჟორობით) და 1970, როდესაც პიანისტმა ნ. გაბუნიამპირველად ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შეასრულა ბეთჰოვენის 32-ვე სონატა, ხოლო ე. ვირსალაძემ - კომპოზიტორის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი.



0
2674
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
2674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0