x
image
სი
იუნესკოს წევრად გახდომისათვის კოსოვოს სამი ხმა არ ეყო

imageკოსოვოს განაცხადი იუნესკოს წევრად გახდომის შესახებ ამ ორგანიზაციის გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც პარიზში მიმდინარეობდა, კენჭისყრის შედეგად უარყვეს.დარბაზში მყოფი 142 დელეგაციიდან მომხრე იყო 92, წინააღმდეგი წავიდა 50 ქვეყანა, თავი შეიკავა 29 ქვეყანამ. კოსოვოს სამი ხმა არ ეყო რათა ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო.


კოსოვოს იუნესკოში გაწევრიანების ინიციატორი ალბანეთი იყო. აღმასკომმა ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება 21 ოქტომბერს გადაწყვიტა.დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ იუნესკოს წევრობისათვის სახელმწიფოს ანდა ტერიტორიულ წარმონაქმნს სულაც არ სჭირდება გაეროს წევრობა და ყველასაგან აღიარებული სტატუსი. ასე მაგალითად ამ ორგანიზაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრია პალესტინა, რომელიც 2011 წლის ნოემბერში მიიღეს.

0
37
7-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0