რელიგია რომის პაპის აზრით ვატიკანიდან დოკუმენტების გატაცება საეკლესიო რეფორმებს ხელს ვერ შეუშლის 2015, 9 ნოემბერი, 21:49 პონტიფიკმა პირველად გააკეთა კომენტარი იმ დოკუმენტების გატაცებაზე, რომლებიც საფუძვლად დაედო წიგნებს "ვაჭრები ტაძარში" და "მომხვეჭელობა". მან ვატიკანიდან საიდუმლო დოკუმენტების გატაცებას "დანაშაული" და "სამწუხარო ფაქტი" უწოდა, რომელიც ვერ შეაჩერებს მის მიერ წამოწყებულ საეკლესიო რეფორმებს. "ეს სამწუხარო ფაქტი, ვერ შეაჩერებს იმ რეფორმებს, რომლებიც უკვე დაწყებულია", თქვა რომის პაპმა კომენტარისას. "ამ დოკუმენტების მოპარვა– ეს დანაშაულია, სამწუხარო ფაქტია, რომელიც ვერაფერს ვერ უშველის", – განცხადა მან კვირას, ათი ათასობით მორწმუნეს წინაშე წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას. მოპარული დოკუმენტები ორ წიგნში გამოიყენეს: ჯანლუიჯი ნუცის "ვაჭრები ტაძარში" და ემილიანო ფანტიპაცის "მომხვეჭელობა". წიგნში აღწერილია ვატიკანში გამეფებული უყაირათიანობა და კორუფცია, ასევე ის, თუ როგორ ეწინააღმდეგება სხვადასხვა მღვდელთმსახური პაპის მიერ გატარებულ ფინანსურ და ადმინისტრაციულ რეფორმებს.ქურდობის გამო წინა კვირას ვატიკანში ორი პირი დააკავეს – პაპის ტახტის მაღალი თანამდებობის მოხელე და იტალიელი ქალი, საზოგადოებასთან ურთიერტობის ექსპერტი. 144 4-ს მოსწონს
|