მხატვრობა შენობის სახურავი როგორც უზარმაზარი საწოლი 2015, 9 ნოემბერი, 19:52 მიყვარს, როდესაც ვამბობ "ხელოვნებას საზღვრები არ აქვს", კიდევ უფრო მეტად მიყვარს როცა ამ სიტყვების დასადასტურებლად მყარი არგუმენტები მაქვს. მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ასეთი კარგი არგუმენტი. ეს გახლავთ ელა პიტრი, ყველას გვინახავს ქუჩის მხატვრობა, კედელზე დახატული გრაფიტის შედევრები. ამ ქალბატონმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კედლებიდან შენობის სახურავებზე ავიდა. მან გადაწყვიტა შენობის სახურავები ჩვენთვის წარმოეჩინა როგორც უზარმაზარი საწოლი, რომელზეც მის დაღლილ, მთვრალ, მოწყენილ ან უბრალოდ სიზმრებს საამურად მიცემულ საწოლის პატრონებს, შინაურულად მონებივრეებს და ტკბილად თუ მშფოთვარედ როგორ სძინავთ.
219 1-ს მოსწონს
|