სხვა 5000 ანგლო-საქსური მონეტის გროვა იპოვეს: განძში შედის "უნიკალური" პენი და ის შესაძლოა 1 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირდეს 2015, 9 ნოემბერი, 15:56 5000-ზე მეტი ანგლო-საქსური მონეტის გროვა იპოვეს მიწაში, რომელთა შორის შესაძლოა იყოს უნიკალური პენი. ეს აღმოჩენა, რომელიც მოხვდა ბუკინგემშაირში ლენბოროუს ახლოს თანამედროვე დროის მონეტების ყველაზე დიდ აღმოჩენათ ითვლება.მასში შედის უნიკალურად მონეტა, რომელიც ზარაფხანაში 1000 წელზე მეტი ხნის წინ მოიჭრა. ოფიციალურად მონეტები არაა შეფასებული, მაგრამ ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ისინი შესაძლოა 1 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირდნენ.5248 მონეტა იპოვა მეტალის დეტექტორით პაულ კოლემანმა წინა წლის 21 დეკემბერს. თავდაპირველად ის არ აპირებდა ამ ტერიტორიის გათხრას, რადგან როცა დეტექტორმა ხმაური ატეხა, იფიქრა კანალიზაციის საფარი იყო ჩამარხული.თუმცა, მისი სიჯიუტე დაფასდა როცა ვერცხლის პენის მთელი გროვა იპოვა. ისინი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მათივე თარიღების მიხედვით. სავარაუდოდ ერთი გროვის დამარხვის შემდეგ, 15 წლის შემდეგ მეორე დაამატეს. განძის პოვნისას მან განაცხადა, რომ: "მე არც ვგეგმავდი განძზე ნადირობას. შემთხვევით ჩავები ამაში. ჩვენ ამ მიდამოს ფოტოები გადავიღეთ და ეს მდელო ავირჩიეთ, რადგან უცნაური მოხაზულობები შევნიშნეთ. როცა დეტექტორმა ხმა გამოსცა თავდაპირველად კანალიზაციის საფარი გვეგონა, იმიტომ, რომ ზომით ჰგავდა მას." ბატონი კოლემანი, რომელიც 60 წლის პენსიონერია, მიიჩნევს, რომ ეს მისი ბედი იყო.მან თავდაპირველად 985 მონეტა იპოვა, რომელიც 990-იან წლებში მეფე ეთელრედ მოუმზადებელის დროით თარიღდებოდა. შემდგომი 4263 მონეტა შემდგომი მეფის კანუდის დროინდელი იყო.მონეტები აილესბურის მუზეუმში წაიღეს, სანამ შემდგომი ანალიზებისთვის ბრიტანეთის მუზეუმში გაიგზავნება. ბრეტ თორნმა, არქეოლოგმა ბუკინგემშაირის მუზეუმიდან თქვა: "ჩვეულებრივ მონეტების გროვები პატარაა და 10 ან 20 მონეტისგან შედგება. ყველაზე დიდი იყო 1840-იან წლებში 7000 ვერცხლის მონეტა. თანამედროვე დროის აღმოჩენებიდან ეს ყველაზე დიდია."მისი აზრით მონეტები ბუკინგამის ზარაფხანადან 8 კმ-ის დაშორებით იყო დამარხული, რათა შემდგომ გადაედნოთ და ხელახლა მოეჭრათ.რამოდენიმე წელიწადში მუდამ ახალი მონეტები იჭრებოდა და ძველის გამოყენების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა უწევდათ.ბატონი თორნის თქმით ეს შესაძლოა ერთი კონკრეტული ოჯახის 20 წლის განმავლობაში შეგროვილი მარაგიც იყოს. მისი თქმით ერთი მონეტა შესაძლოა უნიკალური იყოს - Agnus Dei რომელზეც გამოსახულია კრავი დროშასთან ერთად."ეს არასწორად მოჭრილი მონეტაა. მასზე მტრედი უნდა იყოს გამოსახული. ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს მაინც კარგი ვერცხლია, ამიტომაც მაინც გამოიყენეს. ეს იშვიათი შეცდომა მას უნიკალურ მონეტად ხდის." ასეთი მონეტები იჭრებოდა ეთელრედის მეფობისას და მსგავსი გამოსახულებებით ღმერთს ვიკინგებისგან დაცვას სთხოვდნენ. მხოლოდ 30 Agnus Dei-ის მონეტა არის აღმოჩენილი. აქედან 25 არის სკანდინავიიდან.ბატონი თორნის თქმით: "ეს გასაოცარი იყო. როცა დამირეკეს ორშაბათ დილით და მითხრეს 5000 მონეტა იპოვეს, მეგონა შეეშალათ და 50 იყო. 500 მონეტაც რომ ეთქვათ ეს გასაოცარი იქნებოდა. პირველი რაც მოვიმოქმედეთ იყო, რომ ბრიტანეთის მუზეუმს დავურეკეთ. ისინიც ჩვენსავით გაოცებულები იყვნენ". ბატონმა თორნმა თქმით, ანალიზმა აჩვენა, რომ მთლიანობაში მონეტები ქვეყნის 40 სხვადასხვა მხარეში იყვნენ მოჭრილნი. 251 5-ს მოსწონს
|