x
image
Guns N Roses
ვინ იყო სოკრატე? - ფილოსოფიური შეხედულებები.. განაჩენი და სიკვდილი

image









სოკრატე - ბერძენი, ათენელი ფილოსოფოსი.








სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცააპლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.
ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიკვიები“ („Socratis et Socraticorum Reliquiae“) აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო.
ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე, ვისგანაც სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია.
უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში“ სოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედსფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში“ ასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნიშნავს, რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.



სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში, სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელოპონესის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, როდესაც ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას, ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა, რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ. ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება. საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა, რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით ათენა, ათენის მფარველი ქალღმერთი, მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა. სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა, და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო. მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანი გამო, რომელიც მისა თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა. თუმცა პლატონის აპოლოგიაში სოკრატე დაჟინებით უარყობს ამგვარ ბრალდებას. სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.


სოკრატეს ფილოსოფიური შეხედულებების აღწერა საკმაოდ რთული საქმეა. ვინაიდან მას თავად არაფერი დაუწერია, ძირითადი დასაყრდნობი ქსენოფონტისა და პლატონის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აღწერებია. დებატები თემაზე, სინამდვილეში სოკრატეს მოსაზრებანი პლატონს ეკუთვნის თუ არა, დღემდე აქტუალურია, და ამის კონკრეტული დამასაბუთებელი წყარო არ არსებობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სოკრატეს საერთოდ არ გააჩნდა რაიმე გარკვეული შეხედულება ან რწმენა და მისი მიზანი მხოლოდ შეფასება იყო. „რესპუბლიკაში“ მოყვანილი ტევადი თეორიები მიჩნეულია თავად პლატონის მოსაზრებებად. სხვანი ამტკიცებენ, რომ სოკრატეს სინამდვილეში გააჩნდა საკუთარი პოზიცია, თუმცა ძნელია მასსა და პლატონს შორის საზღვრის გავლება, ვინაიდან თვით პლატონის დრამატული წერის სტილის ინტერპრეტაციაც კი თითქმის შეუძლებელია. მაშასადამე, ეს ფაქტი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ სოკრატესეული ნააზრევის ინტერპრეტაციის მცდელობისას.
„დიალოგებიდან“ შეიძლება დავასკვნათ, რომ სოკრატეს მხოლოდ ორი მასწავლებელი ჰყოლია: პროდიკუსი, გრამატიკოსი, და დიოტიმა, ქალი მანტინეადან, რომელმაც მას ეროსის, ანუ სიყვარულის შესახებ ასწავლა. მისი ცოდნა სხვა თანამედროვე მოაზროვნეთა შესახებ, მაგ. პარმენიდე და ანაქსაგორა, ნათელია რამდენიმე დიალოგიდან და ისტორიული წყაროები ხშირად მათაც მოიხსენებენ, როგორც სოკრატეს მასწავლებლებს. თავად აპოლონიც შეიძლება მივიჩნიოთ მის მაწავლებლად, ვინაიდან, როგორც თავად ამტკიცებდა (პლატონის აპოლოგია) გამუდმებული საუბრის ჩვევა მისი ღვთისმორჩილების გამოხატულება იყო.



სოკრატეს დიალოგები არის პლატონისა და ქსენოფონტის მიერ დაწერილ დიალოგთა სერია სოკრატესა და მისი დროის სხვა ადამიანთა შორის, ან მსჯელობები სოკრატეს კონცეფციებზე მის მიმდევართა შორის. ბოლო მათგანს მიეკუთვნება პლატონის ფაედო. თუმცა პლატონის აპოლოგია სოკრატეს მიერ წარმოთქმული გასამართლებელი სიტყვაა, ისიც სოკრატესეულ დიალოგთა შორის მოიხსენიება.
პლატონის დიალოგები მოპასუხეთა სიტყვების პირდაპირი გადმოცემაა, მაშინ როდესაც ქსენოფონტის დიალოგები დაწერილია, როგორც ისტორია, რომელშიც აღწერილია დიალოგის კონტექსტი მოსაუბრეთა ციტატების თანხლებით.
პლატონი საკუთარ იდეებს მოსაუბრის პირით არ აცხადებს, ის ამ იდეებს სოკრატესეული მეთოდით ხსნის. დიალოგთა უმრავლესობაში მოყვანილია პლატონის მიერ ამ მეთოდის გამოყენების ნიმუშები, თუმცა ამის ყველაზე სრულყოფილი ასახვა მხოლოდ ეუტიფროშია მოცემული. ამ დიალოგებში სოკრატესა და ეუტიფროს დისკუსია ეხება შეკითხავზე „რას ნიშნავს რწმენა?“ პასუხის სრულყოფას.
პლატონის დიალოგებში ცოდნა მოდის დამახსოვრების პროცესში. სული, მის სხეულში ინკარაციამდე, იდეათა სამყაროში იმყოფებოდა. აქ ის ხედავს საგნებს როგორც ისინი სინამდვილეში არიან, და განსხვავდებიან დედამიწაზე დანახულ თუ განცდილ აჩრდილებსა და ასლებზე. შეკითხვების პროცესით სულმაშესაძლოა გაიხსენოს იდეები მისი წმინდა სახით, აღწევს რა ამით ცოდნას.
სოკრატეს იდეათა პლატონისეულ აღწერაზე დაყრდნობით გაურკვეველია თუ ამ იდეათაგან რომელი ეკუთვნოდა სინამდვილეში სოკრატეს (ან მის მეგობრებს), რაც ცნობილია, როგორც სოკრატეს პრობლემა. როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები უფრო ახლოა სოკრატესთან, ვიდრე მისი გვიანდელი შრომები, განსაკუთრებით კი ფაედო, რომელიც უფრო პლატონის ცნობიერებათა ნაყოფი უნდა იყოს.







0
1724
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0