x
image
სი
კლეოპატრას სიკვდილში გველები "გაამართლეს"
image დედოფალი კლეოპატრა VII ფილოპატორი, რომელიც ძირითადათ სილამაზით და რომაელი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსის მიმართ დრამატული სიყვარულითაა ცნობილია, შეუძლებელია გველის ნაკბენისგან გარდაცვლილიყო. ასე თვლის ენდრიუ გრეი (Andrew Gray), მანჩესტერის მუზეუმის ჰერპეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.


ვერსია იმის შესახებ, რომ კლეოპატრა გველის ნაკბენისგან გარდაიცვალა, პლუტარქეს მოჰყავს. მისი სიტყვებით დედოფალმა, რომელიც ალექსანდრიის აღების შემდეგ ცოცხალი გადარჩა, არ ისურვა რომში იმპერატორ ოქტავიანეს ტრიუმფის მთავარი ნადავლი გამხდარიყო. დედოფალს მკაცრად სდარაჯობდნენ, რათა მას თავი არ მოეკლა. მაგრამ ერთ–ერთი ვერსიით მის სამყოფელში გველი შეიყვანეს.


პლუტარქე გვიყვება: "კარებთან ვიღაც კალათიანი გლეხი მოვიდა. გუშაგებმა ჰკითხეს რა მოგაქვსო. მან კალათი გახსნა და უჩვენა ქოთანი, რომელიც მწიფე ლეღვით იყო სავსე. ჯარისკაცებს გაუკვირდათ, რა დიდები და ლამაზებიაო. გლეხმა საპასუხოთ ლეღვის გასინჯვა შესთავაზა. გუშაგებმა გლეხი დედოფალთან შეუშვეს".


კალათაში სავარაუდოთ გველი იყო დამალული. "ამბობენ რომ ასპიდი ლეღვების ქვეშ იყო, რათა მას დედოფლისათვის მოულოდნელად ეკბინა. ასე დედოფალმა ისურვა. ნაყოფის ნაწილის ამოღების შემდეგ მან გველი შეამჩნია: "აი თურმე სად დამალულა..." – მოიშიშვლა ხელი და საკბენად გაუწოდა. სხვები იძახიან, რომ გველი წყლის დახურულ ჭურჭელში იყო დამალული და დედოფალი დიდხანს წვალობდა, რათა იგი გარეთ გამოეტყუებინა. თუმცა სიმართლე არავინ იცის", – ამბობს პლუტარქე. იგივენაირად მოკვდა დედოფლის ორი მოახლე.



პლუტარქე აღნიშნავს, რომ კლეოპატრას სიკვდილის ამბავი ურთიერთ საწინააღმდეგო ცნობებს შეიცავს. ზოგი ამბობდა, რომ ნახა გველის კვალი ფანჯრის ქვეშ, ვიღაც კი დედოფლის ხელზე გველის ნაკბენის შესახებ ჰყვებოდა. სხვები წერენ, რომ "დედოფლის სხეულზე არავითარი კბენის კვალი არ აღინიშნებოდა, მოწამვლის ნიშნებიც კი არ იყო" და საერთოდ კლეოპატრა საწამლავს თმის სარჭის ღრუში მალავდა, რომელიც ყოველთვის თან ჰქონდა.


ენდრიუ გრეი ეჭვს გამოთქვამს, რომ გველები კალათაში, ანდა წყლის ჭურჭელში იმალებოდნენ. ეგვიპტური შხამიანი გველები – კობრები და გველგესლები – საკმაოდ დიდები არიან, რათა შეუმჩნეველები დარჩნენ. ასეთი გველების საშუალო ზომა 1, 5–1, 8 მეტრია, მაგრამ 2, 4 მეტრიანებიც იზრდებიან.


პლუტარქეს ცნობით კლეოპატრა და მისი მოახლეები ძალიან მალე მოკვდნენ. ენდრიუ გრეი აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა სამი ადამიანი მოეკლა გველს, ძლიერ ცოტა დრო ჰქონდა: გველის შხამი ადამიანს საკმაოდ ნელა კლავს. ამას გარდა შხამით სიკვდილის რისკი ძალიან მცირეა. "კობრები არა მარტო დიდები არიან, არამედ მათი შხამით სიკვდილის შანსიც მცირეა – დაახლოებით 10%. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სახიფათონი არ არიან: შხამი ნეკროზს იწვევს, მას კი უცილობელი სიკვდილისკენ მივყავართ, მაგრამ ძალიან ნელა", – ჰყვება მკვლევარი.


"ასე რომ ერთი გველის გამოყენება იმისათვის, რომ ორი ან სამი ადამიანი ერთმანეთის მიყოლებით მოეკლა, შეუძლებელია. გველები შხამს თავდაცვისა და ნადირობისათვის იყენებენ და მას საკმაოდ ეკონომიურად ხარჯავენ, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში იყენებენ" – ასკვნის ენდრიუ გრეი.


შესაძლოა კლეოპატრას გველის შხამისგან სიკვდილის ლეგენდა წარმოშვა იმ ფაქტმაც, რომ ბევრი ძველ ეგვიპტელი მეფები და დედოფლები გველებთან ასოცირდებოდნენ. ამას გარდა კლეოპატრა ღმერთქალ ისიდას განსახიერებას წარმოადგენდა, რომელსაც გველის ფორმის მიღება შეეძლო.

2
589
11-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
589
  
2015, 8 ნოემბერი, 22:32
მადლობა:)
2015, 8 ნოემბერი, 22:31
საინტერესო სტატიაა! გავაზიარე :)
0 1 2