იარაღი და ტექნიკა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა A400M-მა ყველგანმავლის თვისებები შეიძინა 2015, 8 ნოემბერი, 13:25
სერტიფიკაციისას სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა A400M-მა საფრანგეთის სამხედრო აეროდრომიდან 40 სატესტო ფრენა განახორციელა.თვითმფრინავმა შეასრულა მანევრები ასაფრენ ზოლზე, შეასრულა ბორბლებით დამუხრუჭება და ძრავის რევერსული რეჟიმიც გამოსცადა.ბალახის ასაფრენი ზოლის სიგრძე 1400 მეტრი იყო, ხოლო თვითმფრინავის მასა 114 ტონას შეადგენდა.მომდევნო წელს A400M დამატებით გამოცდას გაივლის ფხვიერ გრუნტიანი და ქვიშიანი ასაფრენი ზოლიდან ფრენების სერტიფიკატზე. 319 6-ს მოსწონს
|