x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი: "სტუდენტები სად არიან ?! ცოცხებით რომ დარბოდნენ, მიკროფონებით სირბილი არ ჯობია?! "

image
უკვე რამდენიმე კვირაა "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი ტელეკომპანიას უჭერსმხარს, მეორენი კი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ყურადღების ცენტრში მოექცა მოსამართლე თამაზ ურთხმელიძე, რომელის ტელეკომპანიის საქმეს უძღვებოდა. თამაზის დედა ბრალდებული გახლავთ და სწორედ ამის გამო მასზე ზეგავლენას ახდენენო. მოსამართლის განცხადები, კი დედა მისი ოჯახის წევრი სულაც არ არის.

ყველასათვის მოულოდნელად მოსამართლემ განჩინება გაგვაცნო, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა. "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს, მათ შორის ნ. გვარამიას და კ. დამენიას, ასევე, მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილბის განმახორციელებელ ყველა პირს, შეუჩერდეს შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის, მართვის წარმომადგენლობის და დროებითი მმართველისათვის მინიჭებული უფლების განხორციელების უფლებამოსილება, სასამართლოს დროებითი დანიშვნიდან მის გაუქმებამდე"-ნათქვამია განჩინებაში. საზოგადოების ნაწილი "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად გაერთიანდა. მათი მტკიცებით ილახება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჟურნალისტი ნაწყენია სტუდენტებზე: "სტუდენტები სად არიან ამ დროს?! თუნდაც ისინი, ცოცხებით რომ დარბოდნენ?! მიკროფონებით სირბილი არ ჯობია?! იმ მიკროფონებით, რომელსაც ართმევენ". ნანუკას პოსტს მისი მეგობრები და გულშემატკივრები ეხმაურებიან. ზოგიერთების მტკიცებით სტუდენტები დროს სწავლას უთმობენ, რაზეც ჟურნალისტი პასუხობს: "და ცოცხებით რომ დარბოდნენ არ სწავლობდნენ?"

მოგვიანებით რამდენიმე სტუდენტი მართლაც გამოჩნდა აქციზე. თუმცა რამდენიმე ათეული ადამიანი მთელი სტუდენტობის აზრს ალბათ ვერ გამოხატავს. image

2
376
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
376
  
2015, 9 ნოემბერი, 10:56
და რატო უნდა ირბინონ მიკროფონებით?
2015, 8 ნოემბერი, 9:02
ამისთვის ჯერ არავის შეუგინებია?
0 1 2