x
image
სი
თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

imageიმ 20 ადამიანს შორის, რომლებიც თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს, ორი რუსეთის მოქალაქეც აღმოჩნდა. ამის შესახებ ანტალიაში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ განაცხადა. დიპლომატებმა ამ ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია თურქეთის მხარისგან მიიღეს. დაკავებულთა ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან არ სახელდება.


თურქეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა პარასკევს დიდი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულნი იქნენ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ბრალდებული პირები. დაკავებულებს სხვადასხვა მასალები და ნივთები ჩამოერთვათ, რომლებიც ამ ვერსიას ადასტურებენ. რეიდები ჩატარდა ანტალიაში და ქალაქ ბელეკის სხვა ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში. კვირა ნახევრის შემდეგ ბელეკში "დიდი ოცეულის" სამიტი უნდა გაიმართოს.

2
311
12-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
311
  
2015, 7 ნოემბერი, 16:04
ძან კაი
0 1 2