საბუნებისმეტყველო მარსის ატმოსფერო მზის ქარმა გაფანტა 2015, 7 ნოემბერი, 12:35 მილიარდი წლის წინათ პლანეტა მარსს მკვრივი ატმოსფერო ერტყა გარს, რომელიც დედამიწისას ჰგავდა. მაგრამ ახლა მარსის ატმოსფერო ჩვენსაზე 110–ჯერ უფრო გაიშვიათებულია. ნასას მეცნიერებმა ამის მიზეზი გაარკვიეს.კითვაზე "რა დაემართა მარსის ატმოსფეროს?", მე გიპასუებთ ბობ დილანის სიმღერის სიტყვებით: "პასუხი მიაქვს ქარს, ჩემო მეგობარო (The answer, my friend, is blowin’ in the wind)", – ამბობს მაიკლ მეიერი, ნასას პროგრამის Mars Exploration–ის წამყვანი მეცნიერი. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მარსის ატმოსფეროს დიდი ნაწილი მზის ქარმა გაფანტა, რომელიც იონიზირებული ნაწილაკების ნაკადს წარმოადგენს. ეს მაშინ, როცა დედამიწაზე ატმოსფერო შენარჩუნდა მაგნიტური ველის მეშვეობით, რომელიც მარსის მაგნიტურ ველზე გაცილებით ძლიერია. "მარსზე არის, ანდა იყო სიცოცხლის წარმოსაქმნელად ყველა პირობა, – თვლის ბრიუს იაკოსკი, MAVEN–ის მთავარი მკვლევარი. – ამიტომაც ისმის კითხვა – არსებობდა თუ არა მარსზე რაიმე ფორმით სიცოცხლე? თუ კი, მაშინ იყო კი იგი გენეტიკურად დაკავშირებული დედამიწაზე არსებულ სიცოცხლესთან, თუ მას სრულიად დამოუკიდებელი წარმომავლობის იყო? მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში მთლიანობაში სწორედ სიცოცხლე, კლიმატი და პლანეტის ისტორია აღმოჩნდებიან კვლევის ცენტრში". 303 7-ს მოსწონს
|