x
image
Guns N Roses
Mediator image
ვინ არის პუტინი?

image



ვლადიმერ პუტინი - რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში. ამ პოსტზე შეცვალა ბორის ელცინი 1999 წლის 31 დეკემბერს. 2008 წლის 8 მაისს გახდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ დაბრუნდა პრეზიდენტის პოსტზე.
სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი (1998-1999), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე (1998), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (1997-1998) და პრეზიდენტის საქმეთა ხელმძღვანელის მოადგილე (1996-1997). მუშაობდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (1975-1990). არის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1997).
1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1985-1990 წლებში მუშაობდა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში. 1990 წლის ივნისში დაბრუნდა ლენინგრადში, სადაც გახდა ლენინგრაფის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში. იმავე წელს დაიწყო პოლიტიკური კარიერა ლენინგრადის საქალაქო კავშირის თავმჯდომარის ანატოლი სობჩაკისხელმძღვანელობით. 1991 წლის ივნისში ანატოლი სობჩაკის სანქტ-პეტერბურგის მერად არჩევის შემდეგ, პუტინი გახდა მერიის კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საკითხებში. 1991 წელს მომხდარი აგვისტოს პუტჩის შემდეგ დატოვა თანამდებოდა პოდპოლკოვნიკის წოდებით.
1996 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მუშაობდა ბორის ელცინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.



ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც პუტინს ჰკითხეს "გჯერათ თუ არა უმაღლესი ძალის" მან უპასუხა: " მე მჯერა ადამიანის. მე მჯერა მისი კეთილი სურვილების. მე მჯერა იმის, რომ თითოეული ჩვენგანი მოვიდა იმისთვის, რომ აკეთოს სიკეთე. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, და თუ ამას ერთად გავაკეთებთ ჩვენ გველოდება არა მხოლოდ უკეთესი ურთიერთობა ერთმანეთში, ჩვენ ამით მივაღწევთ ყველაზე მთავარს - ჩვენ ვიგრძნობთ კომფორტს საკუთარ გულებში."



1
485
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
485
  
2015, 7 ნოემბერი, 16:05
ბოდიში ანლაიქ
0 1 1