x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ვინ იყო ლენინი?

image
















ვლადიმერ ილიას ძე ლენინი ნამდვილი გვარი ულიანოვი - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი.


1889 წლის 3 მაისს ლენინი ოჯახთან ერთად სამარის გუბერნიაში გადავიდა. 1891 წელს ლენინმა ექსტერნად ჩააბარა სახელმნწიფო გამოცდები პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და I ხარისხის დიპლომი მიიღო. 1892წლის იანვარში ლენინმა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა სამარის საოლქო სასამართლოში. ლენინი უმთავრესად ღარიბ გლეხებისა და ხელოსნებს იცავდა. სამარაში მან შექმნა პირველი მარქსისტული წრე. აქვე პირველად გამოვიდა საჯაროდ ხალხოსნების წინააღმდეგ, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნაკ. მარქსისა და ფ. ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი „ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“.
1893 წლის აგვისტოს ბოლოს ლენინი სამარიდან პეტერბურგში გადავიდა და მარქსისტულ წრეში შევიდა. წრის წევრები იყვნენ ს. რადჩენკო, პ. ზაპოროჟეცი, გ. კრჟიჟანოვსკი და სხვები. ლენინმა კავშირი დაამყარა აგრეთვე მოწინავე მუშებთან (ვ. შელგუნოვი, ი. ბაბუშკინი, ვ. კნიაზევი, ნ. მერკულოვი და სხვები). ლენინმა პირველმა დასახა მუშათა წრეებში მარქსიზმის გავრცელებიდან ფართო მასებში რევოლუციის აგიტაციაზე გადასვლის ამოცანა.
1894 წელს ლენინმა დაწერა «რანი არიან "ხალხის მეგობრები" და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?», ხოლო იმავე წლის დამლევს და1895 დამდეგს — „ნაროდნიკობის ეკონომიური შინაარსი და მისი კრიტიკა ბატონ სტრუვეს წიგნში (მარქსიზმის ასახვა ბურჟუაზიულ ლიტერატურაში)“. ლენინმა ამ ნაშრომებში ამხილა ნაროდნიკების სუბიექტივიზმი და „ლეგალური მარქსისტების“ ობიექტივიზმი, განავითარა რევოლუციაში „მუშათა კლასის ჰეგემონიისა“ და მუშათა და გლეხთა კავშირის იდეა, დაასაბუთა რუსეთში ახალი ტიპის პროლეტარული პარტიის შექმნის აუცილებლობა.
1895 აპრილში ლენინი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა კავშირი დაემყარებინა „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფთან და გასცნობოდა დასავლეთ ევროპისმუშათა მოძრაობას. შვეიცარიაში ლენინი პირველად შეხვდა გ. პლეხანოვს და მისი ჯგუფის წევრებს. ისინი შეთანხმდნენ გამოეცათ კრებული სახელწოდებით „რაბოტნიკი“. შვეიცარიიდან ლენინი გაემგზავრა პარიზში, შემდეგ ბერლინში. საფრანგეთში გაიცნო პ. ლაფარგი, გერმანიაში — ვ. ლიბკნეხტი და სხვა. 1895წლის 7 სექტემბერს ლენინი რუსეთში დაბრუნდა. პეტერბურგში ჩასვლამდე ლენინი იყო ვილნოში, მოსკოვსა და ორეხოვოზუევოში, სადაც კავშირი დაამყარა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. 1895 შემოდგომაზე ლენინმა პეტერბურგის ყველა მარქსისტული მუშათა წრე გააერთიანა ერთ ორგანიზაციად, რომელსაც პეტერგურგის "მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირი" ეწოდა. ორგანიზაციაში შედიოდნენ ა. ვანეევი, გ. კრეჟინოვსკი, ნ. კრუპსკაია, ლ. მარტოვი, ა. პოტრესოვი, ს. რადჩენკო და სხვა.



მეფის მთავრობას არ გამოპარვია „ბრძოლის კავშირის“ საქმიანობა. 1895 წლის 8(20) დეკემბრის ღამეს დააპატიმრეს ლენინი და მისი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ლენინს არც ციხეში შეუწყვეტია რევოლუციური მუშაობა. მან საპატიმროში დაწერა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პროექტი და განმარტება“, ბროშურა „გაფიცვების შესახებ“ და დაიწყო მუშაობა წიგნზე „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“. 1897 თებერვალს ლენინი 3 წლით გადაასახლეს ციმბირში ენისეის გუბერნიის მინუსინსკის ოკრუგის სოფ.შუშენსკოეში. ციმბირში გადაასახლეს აგრეთვე ნ. კრუპსკაია და როგორც ლენინის საცოლეს, ნება დართეს სასჯელი შუშენსკოეში მოეხადა. აქ ისინი დაქორწინდნენ.
ლენინმა გადასახლებაში 30-ზე მეტი შრომა დაწერა, მ. შ. წიგნი „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“. 1898 მარტში მინსკში შედგა რსდმპ I ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა რუსეთში და მიიღო „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მანიფესტი“.

1910 ბოლოს რუსეთში დაიწყო რევოლუციური მოძრაობის ახალი აღმავლობა. იმავე წელს ლენინის ინიციატივით გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთი„ზვეზდა“, 1912 წლის 22 აპრილს (5 მაისი) კი ყოველდღიური გაზეთი „პრავდა“. 1912 იანვარში ლენინის ხელმძღვანელობით შედგა რსდმპ სრულიად VI (პრაღის) კონფერენცია, რომელმაც პარტიიდან გარიცხა მენშევიკ-ლიკვიდატორები და დასახა მორიგი ამოცანები რევოლუციის აღმავლობის პირობებში.











1
1687
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1687
  
2015, 6 ნოემბერი, 19:28
მოგაკითხავ ჯოჯოხეთში)))
0 1 1