x
image
სი
პარიზმა ავიამზიდი "შარლ დე გოლი" ახლო აღმოსავლეთში გაუშვა

imageსაფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი კოალიციის დასახმარებლად ავიამზიდი "შარლ დე გოლი" გაუშვა.ოლანდის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარიზი მხარს უჭერს სირიაში ვითარების პოლიტიკური გზით მოგვარებას, მაგრამ პრეზიდენტი ბაშარ ასადი აღარ იქნება მომავალი სირიის ნაწილი.


საფრანგეთმა ადრეც გაუშვა ავიამზიდი სირიასა და ერაყში ჯიჰადისტებთან მებრძოლი კოალიციის დასახმარებლად.როგორც წესი საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ფლაგმანს ლაშქრობისას რამდენიმე ხომალდი და დამრტყმელი წყალქვეშა ნავი ახლავს.


საფრანგეთის ავიაცია გასული წლის სექტემბრიდან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციებში იღებს მონაწილეობას. ამ წლის სექტემბრიდან კი ფრანგული ავიაცია უკვე სირიაშიც აყენებს ავია დარტყმებს ჯიჰადისტებს.


ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის ყოფნა საგრძნობლად შეამცირებს გამანადგურებლების გზას ერაყსა და სირიამდე.მანამდე, ხუთშაბათს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის პროვინციებში ჰომსა და ჰამაში თავის არტილერიას და სხვა მიწისზედა შეიარაღებას ანთავსებს.

0
115
9-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0