x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი-"ჩვენ არ გვინდა ბარიკადები და ფიზიკური დაპირისპირებები! ჩვენ არ გვინდა იქ, სადაც მიგვათრევენ! რუსეთში!"
image
მოგეხსენებათ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკოპანია რუსთავი2-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ.

ჟურნალისტი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი2-ში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ყოველთვის სოციალური ქსელით "ფეისბუქით"ეხმიანება.


"ქურდულად, ღამით გადაწყვეტილების მიღება მის სტილში ზის.
კონსტიტუციის თავზე გადახევა რა არის გვანახა.
ტელევიზიის ამ გზით დაბრუნებულმა ადამიანებმა, უკანონობაზე ხმა აღარ ამოიღონ.
დიქტატურა ოფიციალურად გააფორმა!
მაგრამ ახლა მთავარია ხალხი. დაიცავით რუსთავი 2! გიყვართ თუ არა! ამას მნიშვნელობა არა აქვს! დამიჯერეთ ნამდვილი ჯოჯოხეთი წინ არის, თუ ბიძინამ ეს შესძლო."

ასევე ნანუკა სტატუსით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს:




"ბატონო პრეზიდენტო, ახლა თქვენი დროა. გადაარჩინეთ ქვეყანა უკიდურესი დაძაბულობისგან! ჩვენ არ გვინდა ბარიკადები და ფიზიკური დაპირისპირებები! ჩვენ არ გვინდა იქ, სადაც მიგვათრევენ! რუსეთში! თქვენ შეგიძლიათ სართველოს ისტორიაში შეხვიდეთ ოქროს ასოებით და ახლა თქვენი ჯერია!
მე, როგორც რიგით მოქალეს, რომელსაც თქვენთვის ხმა არ მომიცია მაქვს თქვენი იმედი! იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ხართ ყველას პრეზიდენტი!"



0
300
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0