x
image
სი
ავსტრალიაში რაინდობა ისევ გააუქმეს

imageავსტრალიაში რაინდის და ლედის საპატიო ტიტულები ისევ გაუქმდა. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა.რაინდობა, როგორც საპატიო ჯილდო ავსტრალიაში ერთი წლის წინათ, წინა პრემიერ–მინისტრ ტონი აბოტის დროს აღადგინეს. მაგრამ მისმა გადაწყვეტილება ამ წოდებით დაეჯილდოვებინა ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი, მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.


ამა წლის სექტემბერში აბოტმა დაკარგა ლიდერობა მმართველ ლეიბორისტულ პარტიაში, გადადგა პრემიერის პოსტიდან, ხოლო მისი ადგილი მალკოლმ ტერნბულმა დაიკავა. ახალი პრემიერი რესპუბლიკური სახელმწიფო წყობის დიდი გულშემატკივარია და ბრიტანული მონაქრიისგან გამიჯნის მომხრეა."რაინდობის ინსტიტუტი არ შეესაბამება თანამედროვე საზოგადოებას", – თვლის ტერნბული.


პირველად ავსტრალიაში რაინდებად და ლედებად მხოლოთ ათი წელი აჯილდოვებდნენ – 1976–დან 1986 წლის ჩათვლით. მაშინ ეს წოდებები ავსტრალიის სახელმწიფო ჯილდოების სიტემის, ე.წ. „ავსტრალიის ორდენის“ უმაღლეს ხარისხს წარმოადგენდა.მაშინ „ავსტრალიის ორდენის“ 12 რაინდი და ორი ლედი გაჩნდა.


ამ ხარისხების ხანმოკლე აღდგენის დროს, 2014–2015 წლებში, ტონი აბოტის პრემიერობისას კიდევ სამი რაინდი (მათ შორის პრინცი ფილიპი) და ერთი ლედი გამოჩნდა.

0
48
11-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0