სხვა რას აქცევენ ყურადღებას, გაცნობის დროს 2015, 10 ნოემბერი, 14:37 როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს პირველად ხვდება, ორივე ცდილობს ერთმანეთის სწრაფად შეფასებას. არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც უბრალოდ მუშაობს. მათი მეშვეობით, შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენის შექმნა ადამიანის შესახებ. და აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება I რიგში: 1. ტანსაცმლის ფერს ყოველ ჩვენგანს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ფერების მომართ. ტანსაცმლის შერჩევა ფერის მიხედვით უბრალოდ არ ხდება. ფერი ადამიანის შინაგანი არსის, მისი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია. ცისფერი: ადამიანები, რომლებიც ხშირად ატარებენ ღია ლურჯ ან ცისფერ ტანსაცმელს, კრიატიულები, მგრძნობიარეები და წარმოსახვის უნარით დაჯილდოვებულები არიან. ლურჯი: ისინი, ვინც, უპირატესობას ლურჯს და მუქ-ლურჯ ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას, დამოუკიდებლები და ჭკვიანები არიან. მათში ძლიერ არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ნარინჯისფერი: ვისაც ხშირად აცვია ნარინჯისფერი, ყოველთვის მოქმედებაში არიან. ნებისმიერ სფეროში, ცდილობენ სრულყოფილებას მიაღწიონ და კომპეტენტური გახდნენ თავიაანთ საქმიანობაში. არიან მიზანდასახულები და კარგი ორგანიზატორები. არასოდეს უშინდებიან ცხოვრებისეულ გამოწვევებს. წითელი: ამბიციურ ადამიანებს უყვართ წითელი ფერის ტანსაცმელი. ასეთი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან იმპულსურები და ადვილად აღგზნებადები და ამავდროულად, გულადები არიან. მათ ხასიათში ყველაფერია იმისთვის, რომ ლიდერები და წინამძღოლები იყვნენ ახალ საქმეში. მწვანე: ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარულები, ძალიან ფრთხილები არიან. ისინი უფრო მეტად აკვირდებიან სიტუაციას და ნაკლებად მოქმედებენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, არიან ძალიან ჰუმანურები და გაჭირვებაში ჩავარდნილების დახმარების საქმეში, პირველობას არავის უთმობენ.
2. ფეხსაცმელი მოკლედ ადამიანის ჩაცმულობაზე დაკვირვების შედეგად, შესაძლებელია მისი ბუნების და ხასიათის დეტალური ანალიზის ჩატარება. 3. თვალები 4. პუნქტუალობა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ დანიშნულ შეხვედრაზე (საქმიანზე თუ მეგობართან) რამდენად დროულად მიდის ადამიანი. დაგვიანების შემთხვევაში, მასზე ნეგატიური წარმოდგენა ექმნებათ. ძალიან ადრე მისვლის შემთხვევა კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი ნერვიულობს. იმ შემთხვევაში, თუ თავის დროზე მიდის დანიშნულების ადგილზე, ეს მის ორგანიზებულობაზე და მიზანდასახულობაზე მეტყველებს. 5. ხელის ჩამორთმევა სუსტი ხელისჩამორთმევა კი უფრო სუსტი ნებისყოფის, დეპრესიული, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერად ხელის ჩამორთმევა, ზოგიერთ სიტუაციაში მიუღებელი არის. 7. ხელწერა არსებობს კვლევები, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებერლა ადამიანის ხასიათის და ბუნების დადგენა. ასეთი კვლევები ძალიან ბევრია და ყველას განხილვა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამის თქმა და დამახსოვრება აუცილებელია: წვრილი ხელწერა დამახასიათებელია მორცხვი, პედანტური ადამიანისთვის, რომელიც ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას და ყველაფერში ბოლომდე იცის “ჩაყოლა", ხოლი ის ვინც მსხვილ ასოებს წერს, გულღია, კონტაქტური ადამიანია, უყვარს სხვების ყურადღების მიქცევა საკუთარ თავზე. საშუალო ზომის ასოებით მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები წერენ. ის ვინც კალამს ძლიერ აწვება, უფრო მგრძნობიარეა, ხოლო ვინც ნაკლებად აწვება – უფრო ამორფული. 527 9-ს მოსწონს
|