x
image
Guns N Roses
Mediator image
მსოფლიომ დაიჩოქოს ეს "დიდი სამეულია" - სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი

image
დიდი სამეული – მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა კავშირი. დიდი სამეულის წევრები იყვნენ: უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი. დიდი სამეულისპირველი შეხვედრა გაიმართა თეირანის კონფერენციაზე 1943 წლის 28 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე.












ფრანკლინ დელანო რუზველტი - აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.
დიდი დეპრესიის პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა ახალი გარიგება, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკრატიულ პარტიას. რუზველტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე ელეონორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან.





უისტონ ჩერჩილი - ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი.
გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებულიდედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორეთი. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.







იოსებ ბესარიონის ძე სტალინი - საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე.






მეორე მსოფლიო ომი:


როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურნეიტრალიტეტს იცავდა. იგი ლენდ-ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია, ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორს თავს დაესხა, რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენრმა ჰარი ტრუმენმა დაიკავა.



1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოსთავმჯდომარედ (1946-იდან სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის(1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.


0
890
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
890
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0