ტექნიკური ზემაღალი სიჩქარის სამგზავრო თვითმფრინავი Skreemr - 12 000 კმ/სთ 2015, 5 ნოემბერი, 14:28 ზებგერითი ლაინერი Skreemr შესაძლოა მომავლის სამგზავრო თვითმფრინავი გახდეს. თუკი მას წარმოებაში მიიღებენ, მაშინ ტრანსატლანტიკური გადაფრენები მგზავრობის ხანგძლივობის მიხედვით ავტობუსით ქალაქის ფარგლებში მგზავრობის ტოლფასი იქნება. თუმცა ეს პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ნახაზების დონეზეა.
კანადელი ინჟინერი და გამომგონებელი შარლ ბომბარდიე და დიზაინერი რეი მეტისონი ქმნიან ზებგერით ლაინერს, რომელიც მიწიდან ელექტრომაგნიტური რელსური ქვემეხიდან 5000 კმ/სთ სიჩქარით გაიტყორცნება. შემდეგ Skreemrრთავს რაკეტულ ძრავებს თხევად ჟანგბადზე, კრიფავს სიჩქარეს და სიმაღლეს საკმარისს ჰიპერბგერითი რეაქტიული ძრავის ჩასართავად, რომელიც თვითმფრინავის მიერ აკრეფილ სიჩქარეს შემხვედრი ჰაერის მასის შეკუმშვისათვის იყენებს, წყალბადისა და შეკუმშული ჰაერის წვის შედეგად მიღწევა არნახული სიჩქარე - 12 000 კმ/სთ ჯერჯერობით Skreemr-ის შესაქმნელად უამრავი ტექნიკური სახის წინააღმდეგობა არსებობს. ძალიან ძნელი იქნება მისაღებ ფასად ისეთი მასალის შოვნა, რომელიც ექსტრემალურ ტემპერატურას და აჩქარებას გაუძლებს, განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეებზე. ასევე გაუგებარია თუ როგორ გაუძლებენ ასეთ დიდი გადატვირთვებს რიგითი მგზავრები. მიუხედავად ამისა ბომბარდიე გადაწყვეტილად აცხადებს, რომ "Skreemr საკონტინენტთაშორისო გადაფრენებისათვის კომერციული საჰაერო ხომალდი გახდება. ხუთჯერ უფრო სწრაფად იფრენს ვიდრე "კონკორდი" და 75 მგზავრის გადაყვანა შეეძლება". მიუხედავად პროექტის ექსტრემალურობისა, ბომბარდიე მარტო არაა თავის ოცნებებში. ამა წლის ოქტომბერში Airbus-მა თვითმფრინავ "კონკორდ-2"-ის დიზაინი დააპატენტა, რომელიც პროექტის მიხედვით 4800 კმ/სთ სიჩქარით იფრენს, ხოლო ორგანიზაცია «Club Concorde»-ს სურს 250 მილიონი დოლარის დახარჯვა რათა ორიგინალური "კონკორდი" 2019 წლისათვის წარმოებაში დააბრუნოს. 648 10-ს მოსწონს |
სადღეისოდ ყველაზე სწრაფი თვითმფრინავი მიგ 25-ია 3,2 მახით.
3,5 მახზე თვითმფრინავის კორპუსი იმდენად ცხელდება, რომ აალებას იწვევს.
მოკლედ ველოდები ახალ ინფორმაციას ექსპერიმენტის შემდეგ...