x
image
Guns N Roses
ვინ იყო ჰიტლერი? - ტერაქტები ჰიტლერზე.. რასობრივი და გამანადგურებელი პოლიტიკა

image















ადოლფ ჰიტლერი - ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი. გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო „ნსდაპ“-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდანნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს - გარდაიცვალა 1945 წლის 30 აპრილს.



ჰიტლერის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალურისოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი უპირველეს ყოვლისა ეხებოდა როგორც სხეულით, ისე სულით ავადმყოფებს, როგორც “სიცოცხლისათვის არასაჭირო” ელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორც “ძლიერისა” და “სუსტის” ბრძოლას, რომელშიც “მაღალხარისხოვან რასებს” უნდა ამოეჟლიტათ “დაბალხარისხოვნები”. 1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგშიმან თქვა: “თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს, საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას.”


ასეთი და უამრავი მსგავსი შინაარსის გამონათქვამები ადასტურებენ ჰიტლერის სწრაფვას თავისი რასისტული და სოციალდარვინისტული მსოფლმხედველობის განსახორციელებლად. იგი მისი პოლიტიკის ხერხემალი იყო და არა “გვერდითი ასპექტი”, როგორც ბევრი ამამორჩეველი 1933 წელს ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში 12.000 გერმანელი ებრაელი დაიღუპა, იგი წარმოუდგენელი სიძულვილით წერდა «მაინ კამპფში»: “ ომის დაწყებისას და მის განმავლობაში რომ თორმეტი, თხუთმეტი ათასი ეს ერის წამბილწველი ებრაელი მომწმლავი აირით გაგვეგუდა, ისე როგორც ეს ასობით ათას ჩვენს საუკეთესო მუშას ბრძოლის ველზე დაემართა, მაშინ ეს ფრონტზე გაღებული მილიონობით მსხვერპლი უქმად არ ჩაივლიდა.” მეორე მსოფლიო ომისდამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დეფიციტს წარმოადგენდა ფრონტიდან მასობრივად იხსნებოდა და ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებას ხმარდებოდა. თავის პოლიტიკურ ანდერძში ჰიტლერი “რასობრივი კანონების პუნქტუალურ ასრულებას” ითხოვდა.



დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა. 1939 წელს შვეიცარიელმა მორის ბავომ სცადა ჰიტლერისათვის ესროლა, თუმცა იგი მას საკმარის მანძილზე ვერ მიუახლოვდა და ამის გამო მცდელობა მარცხით დასრულდა. იმავე წელს მიუნხენის "ბიურგერბროის" ლუდის სარდაფში გეორგ ელსერის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა. ჰიტლერმა დაწესებულება აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დატოვა.









1
444
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
444
  
2015, 4 ნოემბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1