სიახლეები ყოველდღიური ფრაზები, რომლებიც თურმე დაავადებებს იწვევს - ნუ გამოიყენებთ მათ! 2015, 3 ნოემბერი, 13:28 არსებობს სიტყვები და ფრაზები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება დაავადებებს იწვევს. შეიძლება ეს ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს, მაგრამ გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა, ნოსრატ პეზეშკიანმა მის მიერ ჩატარებული კვლევის წყალობით დაამტკიცა, რომ ეს ნამდვილად ასეა. ქვემოთ მოყვანილია ნუსხა იმ გამონათქვამებისა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ორგანოებთან და იწვევს დაავადებებს. ცხადია, ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთი შეხედვით უწყინარმა გამონათქვამებმა შესაძლოა ადამიანის ორგანიზმს ავნოს. მაგრამ, როგორც ფსიქოთერაპევტი ამტკიცებს, თუ ამ ფრაზებს ხმარებიდან ამოიღებთ, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. "გულთან ახლოს მიტანა", "გულში ლახვარის ჩასობა", "გული მიკვდება", "გული შემეკუმშა" - და მსგავსი ფრაზები იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. "ყელამდე ვარ", "გული მერევა ამაზე", "ყელში ამომივიდა" - ნერვული ანორექსიის მიზეზი ხდება. "საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი", "სიცოცხლეს მიწამლავს", "სიცოცხლე აღარ მინდა" - ახდენს სიმსივნური დაავადებების პროვოცირებას. "ჯვრის ზიდვა", "ვინმეს კისერზე ყოფნა" - ოსტეოქონდროზის მიზეზი შეიძლება გახდეს. "ცხოვრება არც თუ ისე ტკბილია", "ცხოვრება მწარეა" - მსგავს ფრაზებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების მქონე ადამიანები უნდა მოერიდნონ. "მიიფურთხებია", "სულს ვერ ვითქვამ" - ფილტვების დაავადებების პროვოცირებას იწვევს. "თავის მტვრევა რაიმე საკითხზე", "თავი მტკივა უკვე ამისგან" - თავის ტკივილს იწვევს. "მოთმინების დაკარგვა", "ცეცხლის შენთება" (იგულისხმება წაქეზება)- ჰიპერტონიას იწვევს. "მოკეტე", "დამუწე პირი", "ხმა არ მოიღო", "შენი მოსმენა არ მინდა" და მსგავსი ფრაზები სმენის პრობლემების პროვოცირებას ახდენს. "არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა", "დანახვაც არ მინდა", "შეხედვასაც ვერ ვიტან" - მხედველობას უქმნის პრობლემებს. "მაგიჟებს", "მაცოფებს", "მოთმინებას მაკარგვინებს" - დეპრესიას იწვევს. ჩვენ გვგონია, თითქოს უბრალო მეტაფორებს ვიყენებთ, სინამდვილეში კი თურმე მათში სხვა ფარული მნიშვნელობაც იმალება. მნიშვნელობა არა აქვს ვის მიემართება ეს ფრაზები, უარყოფითად მხოლოდ წარმომთქმელზე მოქმედებს. ასე რომ, ნუღა გამოიყენებთ ამ "დამანგრეველ" ფრაზებს! 772 9-ს მოსწონს |
გავაზიარე