სხვა ბრაზილიელი პატიმარი მოხუც დედაბრად გადაიქცა იმისთვის,რომ ციხიდან გაპარულიყო 2015, 3 ნოემბერი, 13:00 44 წლის პატიმარმა კლოდოალდო ანტონიო ფელიპემ (Clodoaldo Antonio Felipe)ჰელოუნის დღესასწაულის წინა დღეებში ციხიდან გაპარვა გადაწყვიტა. დაიხურა რა პარიკი, გაიკეტა მოხუცი ქალის ნიღაბი, ჩაიცვა კაბა და წითელი ქალის ფეხსაცმელი ფელიპემ გადაწყვიტა გაქცევის გეგმა აღესრულებინა.ის აპირებდა დაცვის გავლით ციხის გასასვლელიდან გასვლას. სამწუხაროდ პატიმარს სიმაღლემ შეუშალა ხელი, ამასთანავე დაცვამ ვერ გაიხსენა ის, რომ ასეთი მაღალი ღრმად მოხუცებული ოდესმე შესულიყო ციხეში, ან იქვე ემუშავა. ასე, რომ პატიმარი ადგილზე გამოაშკარავეს.ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება, საიდან იშოვა პატიმარმა ნიღაბი, რომელიც არანაკლებ 1000$ ღირს ან როგორ შეიტანა ციხეში სხვა ქალის ატრიბუტებთან ერთად. ფელიპეს აწი მორიგ გაქევაზე საფიქრელად ძალიან ბევრი დრო ექნება, იგი 2009 წლიდან ზის ციხეში.მას 36 წელი პატიმრობა მიუსაჯეს ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო. 467 5-ს მოსწონს 1-ს არა
|