x
image
ციცი
Mediator image
სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის სკანდალურ ჩანაწერს თამრიკო ჭოხონელიძე ეხმიანება-"ჩვენებიო!!! არა?!-ამან დაგვღუპა ჩვენ! "
image
ერთ-ერთი უკრაინული საიტის მიერ გვარცელებულმა ჩანაწერებმა დიდი ხმაური გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მომღერლის სოფო ნიჟარაძის საუბრის ჩანაწერებმა გააღიზიანა ქართველი ხალხი, სადაც მათ შორის საუბარი საქართველოში შესაძლო სისხლის ღვრას ეხებოდა.

ამ ჩანაწერს თამრიკო ჭოხონელიძეც გამოეხმაურა სოციალური ქსელით. იგი გაოგნებულია იმით, რომ სოფო ნიჟარაძე ჩვენს პატარა ქვეყანაში ქართველ ერს "ჩვენებად" და "სხვისებად" მოიხსენიებს.



"ჩვენებიო!!! არა?!-ამან დაგვღუპა ჩვენ! ისედაც ქართველებისგან დაცლილ, დათრგუნულ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთს უნდა ვამაგრებდეთ და ვაიმედებდეთ, "ჩვენები" და "სხვისები" დავამკვიდრეთ არა?!-ასე იოლად და უდრტვინველად ვეგუებით იმას, რომ სისხლისღვრა "ხო, ალბათ მოხდება" არა?! ფუ!!! რა სისაძაგლეა!!! ამიტომაც ვიქცევით! აღარაფრის გვეშინია?! ნუთუ ასეთი ძნელი გახდა ამ პატარა ქვეყანაში, თუნდაც განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების, ზიზღისა და სისხლისღვრის გარეშე გამოვიდეთ მდგომარეობიდან?! მაგრამ ჩვენ ვინ მოგვცა ამის სიბრძნე! მიდით, დასახეთ გეგმები, როგორ მოკლათ ახალგაზრდა დედა, პროვოკაციებს წამოეგოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი... და კიდევ ბევრი სხვა განზრახვა... აბა თქვენ იცით! დაგვიხოცეთ შვილები!დააპირისპირეთ ძმები, დები, მოყვრები, ახლობლები! ნეტავ კიდევ რით გაგვახარებთ?!დაქცევის პირასაა ქვეყანა, აბა რა, სადაც თუნდაც ერთი ქალი მაინც აზროვნებს ისე, როგორც აზროვნებენ ზოგიერთები! შვილი მაინც გააჩინონ, ეგება ცოტა სხვაგვარად დაიწყონ აზროვნება... მაგრამ აღარც ამის იმედი მაქვს!!!(ახლა ნახეთ რა წამოვა, ზიზღისა და ღვარძლის სეტყვა!!!) ბურთი და მოედანი თქვენია საქართველოს "გულშემატკივრებო"!"



image

1
1820
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1820
  
2015, 4 ნოემბერი, 10:10
არადა თავი ანგელოზად მოაქვს . არსოდეს მომწონდა სოფო ნიჟარაძე, ყალბ ადამიანებს ყოველთვის ვცნობ :))
0 1 1