x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

 დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია

დედამიწის კვლევის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მეცნიერები პლანეტის სხვადასხვა ასაკს ასახელებდნენ. ბრიტანელმა მეცნიერმა არტურ ჰომსმა, 1911 წელს, ქანების ასაკის დადგენის რადიომეტრული მეთოდი აღმოაჩინა, რომელიც ეფუძნება რადიოაქტიური იზოტოპების დაშლის პროცესს. მაგ., ურანის დაშლით ტყვია მიიღება. თუ ცნობილია ერთი გრამი ურანის დაშლით, წელიწადში, რა რაოდენობის ტყვია მიიღება, ამ ორი ელემენტის მასების თანაფარდობის დადგენით, შესაძლებელია მინერალის და იმ ქანის ასკის დადგენა, რომლის შემადგენლობაშიც ის შედის.

რადიომეტრული მეთოდით დადგენილ ასაკს ანუ ასაკს ქანების შექმნის დღიდან დღემდე, აფსოლიტური ასაკი ეწოდება და ის წლებით გადმოიცემა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დედამიწის ისტორია 4, 6 მილიარდი წლი წინ დაიწყო, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა მზის სისტემა.

ქანების ასაკის დასადგენად, აბროლიტურის გარდა, შეფარდებითი ასაკიც გამოიყენება, რომელიც ქანების ასაკს, ერთმანეთთან მიმართებაში ადგენს. თუ ქანები აშრეებული არ არის, ითვლება რომ, სულ ქვედა ქანი ყველაზე ძველია, ხოლო ზედა-ყველაზე ახალი. ქანთა ასაკის თანამიმდევრობას სტრატოგრაფია* იკვლევს, რომლის კვლევის მთავარ მეთოდს – პალეონტოლოგია* წარმოადგენს. ეს მეთოდი ეყრდნობა იმ ფაქთს, რომ სხვადასხვა ასაკის შრეებში განამარხებული ორგანიზმების ასოციაციები განსხვავებულია, ერთდროულად დალექილ შრეებში - მსგავსი.

დედამიწის ქერქს და მისი განვითარების ისტორიას სწავლობს გეოლოგია. შესაბამისად, დედამიწის წარმოშობისა და მისი განვითარების ხანგრძლივ პერიოდს, გეოლოგიური დრო ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა ეწოდება. დროის მონაკვეთს, რომელშიც ჩამოყალიბდა დედამიწა, როგორც პლანეტა, ეწოდება გეოლოგიური ერა.

რადიომეტრული მეთოგის გამოყენებით, შეიქმნა გეოქნოლოგიური ცხრილი, რომელშიც ასახულია დედამიწის ისტორიაში მომხდარი ძირითადი გეოლოგიური მოვლენების დროის მონაკვეთები და მათთან დაკავშირებული ქანები.

დედამიწის ისტორია, მომხდარი გეოლოგიური მოვლენის მიხედვით, გაყოფილია 6 ერად. მათ შორის საზღვრები, დედამიწის ისტორიაში მომხდარ, უდიდეს გეოლოგიურ კატასტროფებზე გადის. თავის მხრივ, ერები იყოფა უფრო მოკლე დროის ერთეულებად - პერიოდებად და ერთიანდება დედამიწის ქერქის და ორგანული სამყაროს განვითარების უფრო დიდ ეტაპებში – ეონებში.

დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია - ზოგადი მიმოხილვა

ამრიგად, ეონი იყოფა ერებად, ერები – პერიოდებად.

ორგანული სამყაროს არსებობისა და ფორმირების მიხედვით, დედამიწის განვითარების ისტორიაში გამოიყოფა 2 ეონი: კრიპტოზოური (ფარული სიცოცხლე*) ანუ კამბრიულის წინა და ფანეროზოური (აშკარა სიცოცხლე). თავის მხრივ, თითოეულ ერაში 3-3 ერა ერთიანდება.

კრიპტოზოურის ერები: კატარქაული, არქაული*, პროტეროზოური*;

ფანეროზოურის ერები:

პალეოზოური* (კამბრიული, ორდოვიციული, სილურული, დევონური, კარბონული, პერმული);

მეზოზოური* (ტრიასული, იურული, ცარცული);

კაინოზოური* (პალეოგენი, ნეოგენი, მეოთხხეული* (ანთროპოგენი);


განმარტებები:


სტრატოგრაფია* [სტრატი (ლათ.) - შრე, გრაფო (ბერძ.) - აღწერა] – გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის გეოლოგიური წარმონაქმნების ჩამოყალიბების თანამიმდევრობას და მათ პირვანდელ სივრცით ურთიერთდამოკიდებულებას.

პალეონტოლოგია*– სტრატოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ქანებში ნაპოვნ, განამარხებულ, უძველეს და გადაშენებულ ორგანიზმებს.

ყველაზე ცნობილი ნამარხი – არქეოპტერიქსი, ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის გარდამავალი არსება, რომელიც ერთდროულად ბუმბულით და ქერცლით არის დაფარული, ბავარიაში არის აღმოჩენილი.

 დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია - ზოგადი მიმოხილვა

პალეონტოლოგიას საფუძველი ინგლისელმა მეცნიერებმა გიდეონ და მერიენ მენტლებმა ჩაუყარეს. მათ 1820 წელს პირველებმა აღმოაჩინეს ნამარხი და მისი შესწავლა დაიწყეს.

ფარული სიცოცხლე*- უხერხემლო, რბილი არსებების არსებობა, რომლებიც ქანებში ნამარხებს არ ტოვებენ.

არქაული* (ბერძ. არქეოს) – ყველაზე ძველი, უძველესი.

პროტეროზოური* (ბერძ. პროტეროს - პირველი, ზოიკოს - სიცოცხლე) – პირველადი სიცოცხლე

პალეოზოური* (ბერძ. პალეოს) – ძველი

მეზოზოური* (ბერძ. მეზოს) შუა

კაინოზოური* (ბერძ. კაინოს)ახალი

მეოთხეული*- დედამიწაზე, სიცოცხლის განვითარება 5 ეტაპად არის გაყოფილი:

I. კამბრიული – ადრეული სიცოცხლის ერა;


II. პალეოზოური – ძველი ანუ პირველადი სიცოცხლის ერა;

III. მეზოზოური – შუა სიცოცხლე ანუ მეორადი სიცოცხლეს ერა;

კაინოზოური – იყოფა ორ ნაწილად:

IV. პალეოგენი და ნეოგენი – მესამეული სიცოცხლის ერა;

V. ანთროპოგენი – მეოთხეული სიცოცხლის ერა;


გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილიგეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილიგეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილიგეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი


0
1451
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0