x
image
ციცი
Mediator image
როგორ რეაგირებს ნინი ონიანი მისი და გიორგი ვარდოსანიძის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე-"სექსი და კიდო რაცხა-რაცხაები, კოცნები და უზრდელობები...."
image
სექსუალური, არაპროფესიონალი მსახიობი ნინი ონიანი ხშირად ექცევა სკანდალებში. იგი პროფესიით ფარმაცევტია, მაგრამ სწავლის პერიოდშივე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, რადგან მას ყოველთვის ხელოვნება იზიდავდა და სწავლას თავი დაანება. ნინის პირველი გამოჩენა ეკრანებზე ტელესერიალ "დეტექტივში" მოხდა, სადაც იგი სრულიად შიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე, თუმცა ამ კადრებს არც სკანდალი გამოუწვევიათ და არც პოპულარობა მოუტანიათ დამწყები მსახიობისთვის.

ნინი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კომედიური ჟანრის ქართული ტელესერიალიდან "ქალთა სახეები", რომელიც "კომედი არხზე" გადის.

ნინი ონიანის შესახებ ხშირად ვრცელდება ჭორები. განსაკუთრებით კი აქტიურად განიხილავენ მისი და გიორგი ვარდოსანიძის შესაძლო რომანის შესახებ. თუმცა ნინი უარყოფს გიორგისთან სასიყვარულო ურთიერთობას. როგორც აღნიშნა, მან გიორგი როდესაც გაიცნო სალომე ჭაჭუასთან უკვე დაშორებული იყო. მათ ბევრი საერთო მეგობარი ყავთ და რამდენჯერმე ერთად მოუწიათ გასართობად წასვლა, რაც საზოგადოებისთვის ჭორი მიზეზი გახდა. იგი უარყოფს გიორგისთან რაიმე ურთიერთობას მეგობრობის გარდა, არც სალომესა და გიორგის შორის არ ჩამდგარა და ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის რამე რომ ხდებოდეს, მაინც არაფერს იტყოდა.

ქართული მედია პორტალები აქტიურად განიხილავენ ნინი ონიანის და გიორგი ვარდოსანიძის ურთიერთობას, რასაც მსახიობი უკვე ხალისით იღებს. ერთ-ერთი საიტის მიერ გავრცელებულ სტატიის სათაურს აქვეყნებს ნინი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი სტატუსით:



"უი, თქვენ მეისპეთ... როგორ მახალისებთ ხოლმე ... სექსი და კიდო რაცხა-რაცხაები, კოცნები და უზრდელობები.... ძალიან საყვარლად სასაცილოები ხართ ასეთი სათაურების ავტორები..."image
imageimage

0
589
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0