სოციალურ ქსელში ვრცელდება ნახატის ფოტო, რომელსაც დიდი კრიტიკა და აგრესია მოჰყვა.
ინფორმაციის თანახმად, ნახატი ლია უკლებას ეკუთვნის, რომელიც დირბის ღვთისმშობლის კარიკატურაა და 17 მაისის მოვლენებს ეძღვნება.
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბერდია ბერიძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს და აპროტესტებს გამოფენაზე წარმოდგენილ ნახატს:
"ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნიში... გასაგებია რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობაა და უგუნურობაა, როგორც რელიგიური ფანატიზმი, რელიგიის და მამაოების გაფეტიშება, უბრალოდ არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო, არ ვიცი სურათის შინაარსი თუმცა ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის ალბათ, სამწუხაროა რომ ილიაუნიში ხდება ეს . უნივერსიტეტში ღონისძიებას ვერ ჩაატარებ, ზუსტ აღწერას თუ არ გაუგზავნი პირადად რექტორს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ ადმინისტრაციაში და დაუშვეს რელიგიის დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი სურათ. დისკრიმინაცია მიუღებელია ჩემთვის ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს რელიგიურ ადამიანს თუ ათეისტს”- წერს ილიაუნის სტუდენტი ბერდია ბერიძე.
მის პროტესტს სხვა მრავალი სტუნდეტისა და მოქალაქის კრიტიკაც ემატება. აღნიშნულ ფაქტს სკანდალუსი გამოსვლებით ცნობილი მანჩო გიორგობიანიც გამოეხმაურა, რომელმაც სახალხო დამცველის მისამართით შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:
"ამ ქვეყანაში როდემდე უნდა ირღვეოდეს მართლმადიდებელთა უფლებები? რატომ არ აკეთებთ რეაგირებას ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფაზე? მაინცდამაინც ვინმე უნდა შეეწიროს ამ უზნეობას, რომ ბოლო მოეღოს ასეთ ცინიზმს და მარაზმს?!"- წერს გიორგობიანი.