x
image
tekoo
ჩრდილო კორეა: არის არ გადავუხვიოთ ატომური შეიარაღების კურსიდან!

ჩრდილოეთ კორეამ მკვეთრად გააკრიტიკა გაეროს რეზოლუცია, რომელიც სანქციებს უწესებს მას ბირთვული რაკეტის გაშვებაზე.image”ბიბისი”-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ გამორიცხა მოლაპარაკების გამართვის რაიმე შესაძლებლობა ბირთვული პროგრამის თაობაზე.
გაერო-მ მკაცრი სანქციები ფხენიანს მას შემდეგ დაუწერა, რაც დეკემბერში ჩრდილოეთ კორეამ შორეული რადიუსის რაკეტის საცდელი გაშვება მოახდინა. და ეს მიუხედავად რეზოლუციისა, რომელიც მსგავსი ცდების ჩატარებას კრძალავს.

”ჩვენ მივიღებთ ჩვენი სამხედრო ძალის გაზრდისა და გაძლიერების ზომებს, რომელიც ასევე გულისხმობს იმას, რომ ჩრდილო კორეას ბირთვული იარაღი ექნება”, - ნათქვამია ჩრიდლოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას მოჰყვა.

”ბიბისი”-ის განცხადებით, თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა ასევე გააღიზიანა რეზოლუციისთვის პეკინის მხარდაჭერამ.

0
115
5-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0