სააგენტო Associated Press-ის ცნობით, მულტფილმი მუჰამედის ცხოვრების ფაქტებზეა აგებული და ბავშვებს რელიგიურ ომებზე უამბობს. ფილმში დომინირებს ანტიდასავლური პროპაგანდა.
რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აბუ ალ-ლეიტ ალ-იემენმა მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღო, რომელიც „ალ-ქაიდას" პრინციპებზეა დაფუძნებული და ტერორისტების ახალი თაობის აღზრდას ემსახურება, აღსანიშნავია, რომ მულტიპლიკაციური ფილმი იემენელი რადიკალების პირველი პროექტი არ არის. გასულ წელს ინტერნეტში გამოცემა „Inspire" გამოჩნდა, რომელშიც ტერორისტები ახალგაზრდა თაობას ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებასა და დივერსიების მოწყობას ასწავლიან
ცნობილი ხდება, რომ მულტფილმზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ექსტრემისტების საიტზე ხელმისაწვდომია ექსტრემისტული შინაარსის ნახატი ფილმის ნაწყვეტები. მულტფილმს უკვე მოყვა დადებითი შეფასება ექსტრემისტების მხრიდან.