x
image
tekoo
თურქეთი რუსეთს გაზის საფასურის გამო სასამართლოში ედავება
imageრუსული ბუნებრივი აირის მოცულობით შემსყიდველთა შორის რიგით მეორე - თურქეთი საწვავის იმპორტთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობების გადახედვას მოითხოვს და რუსეთის წინააღმდეგ სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.


ამ ინფორმაციას “ბლუმბერგი’’ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


თურქეთის სახელმწიფო მონოპოლისტის “ბოტასის’’ განცხადებით, საუბარია 2014 წლის 29 დეკემბრის კონტრაქტის გადახედვაზე, რომლის გათვალისწინებითაც თურქული მხარე მოსკოვს რუსული გაზის საფასურის გამო ედავება.


სააგენტოს ცნობით, სარჩელის შესახებ შეტყობინება “გაზპრომ ექსპორტს’’ გუშინ გაეგზავნა.



თურქეთის სარჩელის შესახებ რუსულ მედიაში“გაზპრომის’’ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადება ვრცელდება.


“არბიტრაჟისთვის სარჩელის გადაცემა კონტრაქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვარიანტია. ეს ნორმალურია. არსებობს დავის გადაჭრის როგორც სასამართლომდე დარეგულირების, ისე არბიტრაჟით გადაწყვეტის შესაძლებლობა’’, - განაცხადა სერგეი კუპრიანოვმა.


რუსეთი და თურქეთი რუსული გაზის საფასურის შემცირებაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეთანხმდნენ, თუმცა ეს შეთანხმება დაკავშირებული იყო “თურქეთის ნაკადის’’ მშენებლობაზე ნებართვასთან. თურქეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერა გადაიდო და ხელმოსაწერი დარჩა გაზის საფასურის შემცირების შესახებ დოკუმენტებიც.

0
48
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0