x
image
სი
ფრანგული წარმომავლობის რობოტი – “ჰუმანოიდ ნაო” უკვე საქართველოში
კომპანია ITCS მომსახურებას უწევს სხვადასხვა კომპანიებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. წელს მათ ჩამოიყვანეს ჰუმანოიდ რობოტი ნაო. ნაოს მიმართულება საგანმანათლებლო სფეროა, რომლის დახმარებით ბავშვები უფრო მეტად არიან ჩართულები სასკოლო პროგრამაში და ხალისიანად ითვისებენ მას.


რას წარმოადგენს კომპანია“აიტისიესი”?


კომპანია „ITCS“ ( „ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება“) 2005 წელს დაარსდა და მომსახურებას უწევს სხვადასხვა კომპანიებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში.


როგორც აღნიშნეთ, ჩამოიყვანეთ ჰუმანოიდ რობოტი ნაო, რატომ გადაწყვიტეთ მისი ჩამოყვანა?



გამომდინარე ჩვენი კომპანიის პროფილიდან, ჩვენთვის საინტერესოა ნებისმიერი ინოვაციური და თანამედროვე მიმართულება ტექნოლოგიურ სფეროში. შესაბამისად, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ტექნიკური მიმართულებით და ვცდილობთ საქართველოში შემოვიტანოთ იგივე პრაქტიკა. ნაოს მიმართულება საგანმანათლებლო სფეროა და ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა იქიდან გამომდინარე, რომ გვაძლევს საშუალებას თანამედროვე ტექნოლოგიები დაწყებით და საშუალო სკოლებში შემოვიტანოთ და ბავშვებმა სასკოლო პროგრამა ხალისიანად აითვისონ.

imageრაც შეეხება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ნაოს აპლიკაციებით მათ სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში დავეხმარებით. ASK (Autism Solution for Kids) Nao მსოფლიო დონეზე აღიარებული პროგრამაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის თერაპევტები იყენებენ თერაპიულ კურსებში ( ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ა.შ). ამ პროგრამის ფარგლებში გაერთიანებულია 60-მდე სხვადასხვა ვერბალური თუ არავერბალური აპლიკაცია, რომელიც თერაპევტების მიერ არის შემუშავებული სპეციალურად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან საკომუნიკაციოდ.


რა შესაძლებლობები აქვს?


რაც შეეხება ზოგად შესაძლებლობებს, მას აქვს ხმის, გარემოს, მოძრაობის, დაბრკოლებების აღქმის სენსორები. შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ისე რომ ამჩნევს დაბრკოლებებს და გვერდს უვლის მათ. აქვს ვიზუალური მახსოვრობა და 25%-იანი დამოუკიდებლობა. შეუძლია 19 ენაზე საუბარი, ინგლისურად, რუსულად, იტალიურად, ა.შ.


აუტიზმის მიმართულებით მის პროგრამულ უპირატესობას რაც შეეხება ეს არის შესაძლებლობა, რომ თითეულ ბავშვზე აისახოს ისტორია და შემდგომი პროგრესი ცალკეული აპლიკაციის მიხედვით თუ რამდენად ვითარდება ბავშვის ესა თუ ის უნარი ნაოს ჩართულობით. მონაცემები ხელმისაწვდომია როგორც თერაპევტებისთვის, ასევე ბავშვის მშობლებისთვის.შესაბამისად, ყოველი თერაპიული კურსის შემდეგ გვაქვს თვალსაჩინო გრაფიკა თუ როგორი შედეგი ჰქონდა მას.


როგორ ეხმარება იგი ბავშვებს სწავლასა და განვითარებაში?

მსოფლიო საგანმანათლებო ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ სასწავლო პროცესის წარმატება უკვე ძალიან დამოკიდებული ხდება თუ რამდენად არის ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩართული საგანმანთლებლო პროცესში. აღსანიშნავია რომ ეს მოტივაციას უქმნის არამარტო ნიჭიერ ბავშვებს, არამედ ნორმალური და შედარებით სუსტი აკადემიური მოსწრების ბავშვებსაც რთავს სასწავლო პროცესში. ნაო არის ინტერაქტიული რობოტი, რომელთან ურთიერთობაც ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან სახალისოა. შესაბამისად, ეს უკვე აძლევს ბავშვს იმის მოტივაციას რომ უფრო ჩართული იყოს გაკვეთილის განმავლობაში.


რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაოს აქვს აპლიკაციების ჩამონათვალი რომელიც უკვე დადასტურებულია მსოფლიო თერაპევტების მიერ. აპლიკაციები დაფუძნებულია ცალკეული უნარების განვითარებაზე( მაგ:კონცენტრაცია, მახსოვრობა, ობიექტის სწორი აღქმა, მოძრაობა, ა.შ) . საქართველოში ჯერჯერობით საპილოტე ჯგუფი შეიქმნება და შედეგები გარკვეული პერიოდის შემდეგ განისაზღვრება. რაც შეეხება მსოფლიო დონეზე ეს უკვე აღიარებული და ჩაშვებული პროექტია.


გეგმავთ თუ არა მომავალში მსგავსი ინოვაციური პროდუქტის ჩამოტანა/ჩამოყვანას?


კომპანიაში მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ტექნოლოგიურ სიახლეებს და ვცდილობთ ეს სიახლეები ჩვენს ქვეყანაში დავამკვიდროთ. ნაო ერთ-ერთი პირველი ასეთი პროექტია, რომელიც ქართველი ბავშვებისთვის ჩამოვიყვანეთ. რა თქმა უნდა იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ თითონ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, მუდმივად ვვითარდებით და შესაბამისად, ბევრ საინტერესო და ინოვაციურ იდეებს განვიხილავთ, რასაც მომავალში გავაჟღერებთ.





6
85
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სი
სი
85
  
2015, 31 ოქტომბერი, 19:31
მადლობა:)
2015, 31 ოქტომბერი, 18:34
საინტერესო სტატიაა, გავაზიარე :)
2015, 31 ოქტომბერი, 14:01
გაიხარე:)
2015, 31 ოქტომბერი, 14:00
მართლა ძალიან მაგარია განვითარების გზას ვადგებით?!
2015, 31 ოქტომბერი, 13:53
მადლობა:)
2015, 31 ოქტომბერი, 13:51
მაგარია, მომეწონა იმედია ჩვენც განვითრადებით.. (ჰმმმ) :D
0 1 6