საქართველო სააკაშვილი საქართველოში სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? 2015, 30 ოქტომბერი, 22:25 უკრაინული გამოცემა uareview.in.ua ავრცელებს სკანდალურ აუდიოჩანაწერს, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ექს-მდივანის გიგა ბოკერიას და აგრეთვე სააკაშვილისა და "რუსთავი"-2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარია ჩაწერილი. ორივე აუდიოჩანაწერში სააკაშვილი რევოლუციის სცენარზე საუბრობს, აღმართულ ბარიკადებზე, "ბოევიკების აყვანაზე" და საბოლოოდ ყველაფრის სროლით დასრულებაზე. "უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან, გაისროლონ"-აცხადებს სააკაშვილი. გთავაზობთ ორივე აუდიოჩანაწერს. 74 5-ს მოსწონს 1-ს არა
|