საზოგადოება “იმედმა” პანღურით გამომაგდო სამსახურიდან "– ინგა გრიგოლია 2015, 29 ოქტომბერი, 23:27 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ავღანეთში ვიზიტს იხსნებს და ამბობს, რომ იქიდან დაბრუნების შემდეგ “იმედმა” პანღურით გამოაგდო“. გთავაზობით ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელი სახით: ”ფილმს აკეთებს იმედა დარსალია და ალგეთში სამხედრო პოლიგონზე ავღანეთზე ვსაუბრობდით და მთელი დღე ამეკვიატა მერე ეს ფიქრი… თინა ხიდაშელის პირველი უცხოური ვიზიტი თავდაცვის მინისტრის რანგში ავღანეთში შედგა, იქ მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან… უსერიოზულესი ვიზიტი ჰქონდა თინას. ძალიან მაგარი. მისი ვიზიტი დაემთხვა იმ დღეებს, ქაბულში თალიბების მიერ ზედიზედ რამდენიმე ტერაქტი რომ განხორციელდა. მოკლედ, ძალიან დიდი რისკი იყო მისი იქ ჩასვლა და ბუნებრივია, დელეგაციისაც, ვინც მინისტრს თან ახლდა, მათ შორის ვიყავი მეც, ვაშუქებდი თინას ჩასვლას ავღანეთში და იქ მყოფი ჩვენი ბიჭების ავღანურ ცხოვრებას. ძალიან საინტერესო რეპორტაჟი გამოვიდა. ჰოდა, ავღანეთიდან ჩამოსვლიდან ორ თვეში “იმედმა” პანღურით გამომაგდო სამსახურიდან. 45 7-ს მოსწონს
|