x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამცხვარი ,,ფორთოხლიანი ჯოხები"
“ფორთოხლიანი ჯოხები"
ინგრედიენტები (35 ჯოხისთვის):


კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) - 200 გრ.
შაქრის პუდრი - 100 გრ.
ცედრა - 1 ფორთოხლის
ფქვილი - 2 1/4 ჭიქა (315 გრ)
სიმინდის სახამებელი - 2 ს. კ. (20 გრ.)ნამცხვარი “ფორთოხლიანი ჯოხები"
მარილი - 1/8 ჩ. კ.
ფორთოხლის წვენი - 2 ს. კ. (30 მლ.)
ნიგოზი (მოხლილი და დაფქული) - 1 ჭიქა (100 გრ.)


მოსართავად:


მწარე შოკოლადის ფილა - 60 გრ.



მომზადება:


1. თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, შაქრის პუდრი და ცედრა > კარგად ათქვიფეთ, ისე რომ ჰაეროვანი მასა მიიღოთ > დაამატეთ წვენი.

2. მეორე თასში ერთმანეთს შეურიეთ ახლად გაცრილი ფქვილი, სახამებელი, დაფქული ნიგოზი, მარილი.

3. მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ ათქვეფილ მასას და ხელით მოზილეთ რბილი ცომი.

ცომი სწრაფად უნდა მოზილოთ, პროცესს დიდ დროს ნუ დაუთმობთ!!!!!!!!!
4. აიღეთ ერთი კოვზი ცომი და მიეცით 15 სმ. სიგრძის ძეხვის ფორმა.
5. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი და დაალაგეთ ჯოხები 2-3 სმ-ს დაშორებით.

6. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე.

7. შედგით გამზადებული ფირფიტა გამოსაცხობად > აცხეთ 15-20 წთ., ვიდრე ოქროს ფერს არ მიიღებს.

8. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.
9. შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე > ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და ნამცხვარი გააფორმეთ.

0
200
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0