x
image
ჰალკი
ათი რჩევა მამაკაცებს ჯორჯო არმანისგან
1.არასდროს გამოიჩინოთ მეტისმეტი გულმოდგინება ტანსაცმლის შერჩევისას:ყველაზე დახვეწილი მამაკაცები ისე გამოიყურებიან, თითქოსდა, დიდად არ ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე.სტილი-ადამიანის შინაგან სამყაროს გამოხატავს.შეუძლებელია, გულწრფელ ადამიანს სამოსი ამახინჯებდეს!

2.შავი და მუქი ლურჯი ტონები ერთმანეთს სხვა ფერებზე უკეთესად ეხამება.ამ ფერთა გამის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ თამამი ექსპერიმენტი ჩაატაროთ სხვადასხვა ფორმასა და ტექსტურაზე.

3.ნუ გააკეთებთ ეკონომიას ფეხსაცმლის შეძენისას.ხარისხიანი ფეხსაცმელი თქვენი გარდერობის მთავარი ატრიბუტია.

4.სპორტით აქტიურად დაკავებულ მამაკაცებს დაკუნთული სხეული აქვთ.ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია იფიქროთ ტანსაცმლის შეკვეთით შეკერვაზე.რამდენიმე თვის წინ, “ჩელსის" ფეხბურთელები შევმოსე.ამ ბიჭებს არაჩვეულებრივი აღნაგობა აქვთ.


5.მამაკაცის გარდერობის მთავარი ღირსება პიჯაკია.ის ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს შეკერილი და იდეალურად მოერგოს ტანს.კარგი პიჯაკი გაცვიათ?-მაშინ დანარჩენს ყველაფერს მოევლება.

6.კარგი ტანსაცმელი დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ დამაჯერებლად და გააუმჯობესოთ ნებისმიერი საქმიანობის რეზულტატი.

7.აირჩიეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილები, მკვეთრი ხაზების გარეშე.მოდის ტენდენციების გატვალისწინებით, ასეთი ქსოვილით შეკერილი სამოსი უფრო დიდხანს გამოგადგებათ.

8.ჩვენს დროში აქსესუარების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.დააბანდეთ ფული ფეხსაცმელებში, ქამრებში, ჩანთებში, ჰალსტუხებში და არ დაგავიწყდეთ ფერები.რომელთაც ატარებთ.შეიძინეთ მათი შესაფერისი აქსესუარები.გახსოვდეთ, რომ რუხ ფერს შავი და ყავისფერი უხდება.საათებიც ძალიან მნიშვნელოვანია.ისინი ბევრ რამეს მეტყველებს მამაკაცის შესახებ.მე საკუთარ Borgo 21-ვატარებ და ამით ძალიან ვამაყობ.

9.იყავით თამამები თქვენს არჩევანში.მე მსურდა შემექმნა ელეგანტური და ამავდროულად, კომფორტული ტანსაცმელი.ბოლოს და ბოლოს, ჩემი იდეები მოდაში შემოვიდა!ახლა მამაკაცებს სურთ, რომ მათი მკაცრი პიჯაკებიც კომფორტული იყოს.

10.მიხარია, რომ ჩვენი დროის მამაკაცებს გაუჩნდათ სურვილი, იყვნენ ელეგანტურები.ვფიქრობ, ელეგანტურობა არასდროს გადავა მოდიდან.ესე იგი, თქვენც ყოველთვის მოდაში იქნებით!ჩემს წარმატებას ამ ფილოსოფიის ერთგულებით ვხსნი.ჩემთვის სტილი უფრო მთავარია.ვიდრე არამარადიული მოდის ტენდენციები.image

2
525
11-ს მოსწონს
ავტორი:ჰალკი
ჰალკი
525
  
0 1 2