მსოფლიოს უცნაური სკოლები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია. TOP - 9
მსოფლიოს სკოლების უმრავლესობაში, მართალია სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ერთი და იგივე საგნებს ასწავლიან. სტანდარტულ სახელმწიფო თუ კერძო სკოლებში, სწავლების მეთოდოლოგიაც მსგავსია. მაგრამ, არსებობს ისეთი სკოლები, რომლებშიც სტანდარტულისგან რადიკალურად განსხვავებულ საგნებს ასწავლიან და სწავლის მეთოდიც განსხვავებულია.
Microsoft-ის მომავლის სკოლა, ფილადელფია, აშშ.
დასავლეთ ფილადელფიაში 2006 წელს გაიხსნა მომავლის სკოლა, რომელშიც მოსწავლეებს სახელმძღვანელოები არ სჭირდებათ. მათ ნაცვლად ისინი კომპიუტერს იყენებენ. საკლასო ოთახებში არც დაფა არის. მასწავლებლები ტრადიციული დაფის ნაცვლად, კომპიუტერის ინტერაქტიურ დაფას იყენებენ.
მოსწავლეებს სკოლაში პერსონალური ციფრული კარადები აქვთ, რომლებიც პირადობის მოწმობით იღება.
თავიდან მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდათ ციფრულ ტექნიკაზე ადაპტირება, მაგრამ დღეს სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ უფრო მეტ მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა იქ ისწავლოს.
დონგზჰონგის დაწყებითი სკოლა, ჩინეთი.
ჩინეთის ერთ-ერთ უღარიბეს, გუიჩჟოუს რეგიონში, რომელშიც გვალვის გამო, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები წყლისა და საკვების ნაკლებობას განიცდიან, შენობის უქონლობის გამო, 1984 წ. ადგილობრივებმა სკოლა გამოქვაბულში გახსნეს. ამ სკოლას, ჩვეულებრივ სკოლასთან შედარებით, გარკვეული უპირატესობაც კი ჰქონდა – კარგი აკუსტიკის და მდიდარი ფაუნის სახით, რაც მასწავლებელს მუსიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილების ჩატარებაში ეხმარებოდა. გამოქვაბულში გაკეთებული იყო კალათბურთის მოედანიც და ბავშვები შესვენების დროს თამაშობდნენ. სამწუხაროდ, 2011წ. ხელისუფლების განკარგულებით, სკოლა იმ მოტივით დაკეტეს, რომ «ჩინეთი – არ არის გამოქვაბულის ადამიანების საზოგადოება».
Trabajo Ya, ესპანეთი.
ესპანეთში პროსტიტუცია ლეგალურია. ამიტომ, 2012 წელს, ვალენსიაში სკოლა გახსნეს, რომელშიც მოსწავლეებს ამ ბიზნესის საფუძვლებს ასწავლიან. 120 დოლარად ადამიანს შეუძლო საბაზო კურსი - «პროფესიონალური პროსტიტუცია მაქსიმალური ეფექტურობით» გაიაროს. სწავლის დროს, მოსწავლეებს ამ უძველესი პროფესიის ისტორიისა და ევოლუციის შესახებაც უყვებიან. ხოლო პრაქტიკულ მეცადინეობაზე, რომელსაც ყოველდღიურად 2 საათი ეთმობა, მათ პროფესიონალურ საქმიანობაში გამოსაყენებელ “აქსესუარებს" აცნობენ და კამასუტრას აკითხებენ.
დიპ სპრინგსის ალტერნატიული კოლეჯი, კალიფორნია.
კალიფორნიის უდაბნოში მდებარე ეს კოლეჯი, ისეთივე გამორჩეული და განსაკუთრებულია, როგორც ჰარვარდი და ისეთივე შორეულია, როგორც ჩრდ. პოლუსი. კოლეჯი 1917 წელს დააარსდა. მასში ჩაბარება რთულია და წესებიც ძალიან მკაცრია. 2012 წლამდე კოლეჯში მხოლოდ კაცები სწავლობდნენ. წელიწადში მხოლოდ 12 სტუდენტს იღებენ, ჩაბარების მსურველთა რიცხვი კი ბევრად უფრო მეტია - ერთ ადგილზე 18-20 კაცი მოდის. თეორიის გარდა, სტუდენტები კვირაში 20 საათს ფერმაში და რანჩოზე ატარებენ. მათ სემესტრის დასრულებამდე ეკრძალებათ კოლეჯის ტერიტორიის დატოვება, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების მოხმარება.
ვალდორფის სკოლა (სხვადასხვა ქვეყნებში).
რუდოლფ შტაინერი პედაგოგიკას სწავლობდა და თვლიდა, რომ ბავშვი განვითარების 3 ეტაპს გადის და ყოველი ეტაპისთვის საჭიროა, სწავლების განსაკუთრებული, ასაკზე მორგებული მეთოდიკა. ამ იდეებზე დაყრდნობით, 1919 წელს, გერმანიაში, "ვალდორფ ასტორიას" თუთუნის ქარხნის მუშების შვილებისთვის სკოლა გაიხსნა, რომლის ხარჯებსაც მთლიანად კომპანია ფარავდა. მოგვიანებით, ამ სკოლაში სხვა ბავშვებმაც დაიწყეს სიარული და სკოლა თანდათანობით პოპულარული გახდა. 2013 წლის მონაცემებით, 60 ქვეყანაში, 1025 ვალდორფი სკოლა არის. განსხვავებული სწავლების მეთოდიკის გარდა, ეს სკოლა იმითაც გამოირჩევა, რომ იქ არ არის თანამედროვე ტექნიკა და არ არის ისეთი ნივთი, რაც ელემენტებზე იმუშავებდა. ბავშვები ასეთ სკოლებში, უბრალო სათამაშოებით თამაშობენ (სკოლაში მცირე წლოვანებსაც ღებულობენ - ბაღის განყოფილებაში) და მათ კითხვას არ ასწავლიან, ვიდრე სარძევე კბილებს არ მოიცვლიან.
სალემის ჯადოქრების ინსტიტუტი, მასაჩუსეტსი, აშშ.
მაგიას მოსწავლეების უმრავლესობა, ინტერნეტის მეშვეობით ეუფლება. მაგრამ სასწავლებელს აქვს შენობა, რომელშიც შეიძლება რეალურ გაკვეთილებზე დასწრება. სტუდენტებს ასწავლიან ასტროლოგიას, ჯადოქრობის ისტორიას, «წამლის» მოხარშვას, თილისმების დამზადებას. თავდაპირველად სასწავლებელი ქ. როუზვილში (ჩიკაგოს შტატი) გაიხსნა, ხოლო შემდეგ ქ. სალემში გადავიდა, რადგან ქრისტიანული თემი დევნიდა. აღნიშნული კურსი უკვე 240 ათასმა ადამიანმა გაიარა.
სადბერის სკოლა (მთელს მსოფლიოში).
სადბერის პირველი სკოლა 1968 წელს მასაჩუსეტსში გაიხსნა. სკოლაში სწავლების მეთოდიკა მთლიანად ინდივიდუალიზმის და დემოკრატიულობის პრინციპებზე არის დაფუძნებული. მასწავლებლები და მოსწავლეები თანაბარი ხმის უფლებებით სარგებლობენ. ერთად წყვეტენ: როგორ უნდა განაწილდეს ბიუჯეტი, მასწავლებლებიდან ვინ უნდა დაითხოვონ სკოლიდან, ვინ უნდა მიიღონ სამუშაოზე. სკოლის ხელმძღვანელები ბავშვებს შეცდომების დაშვების და მათზე სწავლის უფლებას აძლევენ.
მაგიის სკოლა «გრეი», კალიფორნია, აშშ.
ამ სკოლაში 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები 4 სხვადასხვა სახლში ნაწილდებიან. ეს სახლებია: «ჯუჯები», «ქარები», «სირინოზები» და «სალამანდრები». ხოლო მოსწავლეები 18 წელს ზევით, სახლებში: «ოთხი ქარის საზოგადოება», «მოცეკვავე ცეცხლის ორდენი», «დინების შეკრული წრე» და «ფეხზე მდგომი ქვების წრე». სკოლაში 14 ფაკულტეტია, ხოლო სასკოლო პროგრამში ისეთი საგნებია, როგორებიც არის მაგ., ალქიმია, ცხენების შელოცვა, ჯადოსნური ჯოხის დამზადება და ა. შ.
ანსკულინგი (ინგ. Unschooling) – განათლების ფილოსოფია და პრაქტიკა, რომელსაც საფუძვლად, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების დაცვა უდევს. ამ სკოლის სწავლების მეთოდიკა იმით განსხვავდება სხვა სკოლებისგან, რომ სკოლის აღსაზრდელები განათლებას ოჯახში იღებენ. საკუთარი გარემოსგან მოწყვეტის გარეშე. ბავშვი თავისი დაკვირვებით და კითხვა-პასუხით შეიცნობს სამყაროს და მხოლოდ იმას იგებს და სწავლობს, რაც მას აინტერესებს და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად გაუჩნდება სწავლის სურვილი.