მსოფლიო ფაშისტური სალამის გამო ევროპარლამენტის 2 წევრი დააჯარიმეს 2015, 28 ოქტომბერი, 20:48 ევროპარლამენტმა, პარლამენტის შენობაში ჰიტლერის მაისურებით შემოსული ორი
პარლამენტარი დააჯარიმა. პარლამენტარებმა ასევე სხდომის პერიოდში გააკეთეს
ფაშისტური მისალმება, რასაც დიდი აურზაური მოყვა.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, პოლონელ წევრ იანუს კორვინ-მაიკს და იტალიელ წევრს, ჯიანლუკა ბუონანოს 3600 ევროს სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრა. პარლამენტარებს ასევე 10 დღის განმავლობაში ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აუკრძალეს. 127 8-ს მოსწონს
|