x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რეალური ისტორია იაპონიაში და დრამატული გზავნილი შვილს!
იაპონიაში მომხადარ ერთ-ერთ დამანგრეველ მიწისძვრას შოკისმომგვრელი და

სევდიანი ისტორია მოჰყვა. საშინელი მიწისძვრის შედეგად, მაშველები ეძებდნენ

გადარჩენილებს, როცა ისინი მორიგი სახლის ნანგრევებთან მივიდნენ, რომელიღაც ნაპრალში ახალგაზრდა ქალის სხეული დაინახეს. უცნაური პოზით იწვა – მუხლებზე დამდგარიყო, როგორც მლოცველი ადამიანი, სხეული წინ ჰქონდა გადახრილი, ხელებიც რაღაცისთვის შემოევლო. ჩამონგრეულ სახლს მისთვის თავი და ზურგი დაეზიანებინა.

მაშველთა ჯგუფის ლიდერმა დიდი გაჭირვებით შეძლო ხელის გაყოფა კედლის


ნაპრალში, სადაც გარდაცვლილი ქალი იმყოფებოდა. ლიდერს იმედი ჰქონდა, რომ

ქალი ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ამაოდ...მისი გაყინული სხეული მეტყველებდა, რომ მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა. მაშვლეთა ჯგუფმა რამოდენიმე წუთის შემდეგ, მიწისძვრისგან განადგურებული სახლი დატოვა. ისინი გაეშურნენ მინგრეულ სხვა სახლებისკენ, მაგრამ ჯგუფის

ლიდერს რაღაც ზებუნებრივი, შინაგანი გრძნობა არ ასვენებდა.



image


მაშველთა ჯგუფის ლიდერმა წამიერად გადაწყვიტა და ამჯერად თავად მიუბრუნდა

ნანგრევებში მიცვალებულ ქალს, ამჯერად თავადაც მუხლებზე დაეშვა, კვლავ გაყო ხელი ნაპრალში, რომ ქალის გარშემო ადგილი დაეთვალიერებინა. უცებ ჩამოქცეულ შენობაში მისი გამყინავი ხმა გაისმა: “ბავშვი! აქ ბავშვია!”

მაშველებმა მაშინვე დაიწყეს ადგილზე ნანგრევების დასუფთავება და დაინახეს

3 თვის ჩვილი, რომელიც იწვა, ფერად საბანში გახვეული. როგორც ჩანდა, ქალს საკუთარი თავი გაეწირა შვილის გადასარჩენად. როცა სახლი დაინგრა ის სხეულით გადაეფარა ბავშვს. ჩვილს ისევ მშვიდად ეძინა, დედამ იმდენი გააკეთა შვილისთვის,

რომ შვილმა ვერც კი გაიგო რა მოხდა, ვერ გაიგო თუ როგორ დაკარგა დედა.......


ჯგუფის უფროსმა ხელში აიყვანა და ექიმებს გადასცა. ექიმმა საბანი გახსნა, რომ ბავშვი გამოეკვლია. საბანში ბავშვის გვერდით მობილური ტელეფონი დახვდა. ეკრანზე ტექსტური გზავნილი იყო: “თუ გადარჩები, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ…”


ეს მობილური ტელეფონი ხელიდან ხელში გადადიოდა. ყველა, ვინც ამ გზავნილს კითხულობდა, ტიროდა…
“თუ გადარჩები, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ…” – ასეთია დედის სიყვარული!

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



0
243
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0