სიახლეები
მოლაპარაკება მილანში -კალაძესა და ,,გაზპრომის,, ხელმძღვანელს შორის
2015, 27 ოქტომბერი, 4:04
26 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ მილანში რუსული “გაზპრომის“ ხელმზრვანელის ალექსეი მილერისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახა კალაძის მოლაპარაკება შედგა… ამის შესახებ “გაზპრომის“ ოფიციალური საიტი იუწყება.
“გაზპრომის“ საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მილანურ შეხვედრაზე კალაძესა და მილერს შორის, ქართულ მხარეს შესთავაზეს განეხილა რუსული გაზის ტრანზიტისა და კომერციული მიწოდების საკითხი.