სიახლეები მექსიკელმა მორწმუნემ 265 მილიონი დოლარი მოიგო 2015, 21 ოქტომბერი, 17:22 როცა შუახნის მექსიკელ მართლმადიდებელ ქრისტიანს ბანკომატიდან ხელფასი გამოჰქონდა, შეამჩნია რომ იქვე ახლოს რამდენიმე ჯგუფად მათხოვრები იწვნენ მიწაზე და აცხელებდნენ საჭმელს გაზზე. მან გადაწყვიტა წესისამებრ თითოეული მათხოვრისთვის გაენაწილებინა ხელფასიდან გადადებული ფული.თუმცა წვრილი ფული არ ჰქონდა, რომ თითოეულს გაჭირვებულს თანაბარი რაოდენობის თანხა შეხვედროდა. ხესუსმა გადაწყვიტა იქვე გვერდით მდებარე ლატარიის კომპანიის შენობაში შესულიყო და ფული დაეხურდავებინა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სალაროს გახსნა შესყიდვის გარეშე არ შეიძლება, ამიტომ კეთილ მექსიკელს მუშას მოუწია ორდოლარიანი ბილეთის ყიდვა. მისტერ დევილიამ 98$ თანაბრად 9 ქუჩაში მცხოვრებ პირებს გაუნაწილა. იმავე ღამეს, როცა ხესუსმა მართლაც კეთილი საქმე ჩაიდინა, ქალაქის მეორე ბოლოში კომპანია “MEGA MILLIONS-მა” რეკორდული 265.000.000 მილიონიანი ჯეკპოტი გაათამაშა, ეს კი აბსოლუტური რეკორდული თანხაა. კოლოსალური ჯეკპოტის მომგები 6 დღის მანძილზე არ დაკონტაქტებია ლატარიის კომპანიას ტექსასის შტატში მითქმა-მოთქმებიც კი გაჩნდა ლატარიის კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე. “მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, თუმცა ეს ასეა. მე ამერიკაში 15 წლის წინ გადმოვსახლდი, თავიდან მიწევდა არალეგალურად ყოფნა და ოჯახის სარჩენად კარდაკარ მუშაობა. თუმცა მე ამ წლებში არ დამიკარგავს ჩემი რწმენა და ბოლომდე ვიცავდი ჩემ პრინციპებს. მე ვარ ქრისტიანი და როგორც ნებისმიერი ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა აკეთებდეს, მეც ჩემი თვიური შემოსავლის 10% იმ ადამიანებს ვურიგებ, ვისაც უჭირს, ჩემზე უკეთ ვინ უწყის რა არის გაჭირვება. – განაცხადა ხესუს დევილია უმცროსმა. ვიცი ჩემი ხელფასი სულ რაღაც 3, 500 დოლარია მაგრამ ეს ხელს არ მიშლის სხვებ დავეხმარო, გამომიცდია საკუთარ თავზე როგორია როცა იღბალი არ გწყალობ ვერ ახერხებ ფეხზე წამოდგომას, რომ საჭმლის ფული მიანც გამოიმუშავე, ზუსტად ამიტომაც ვუთანაგრძნობ გაჭირვებულებს, შეიძლება მეც მათ რიგებში ვიყო, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მაქ და თვიდან თვემდე ვახერხებდი ოჯახის შენახვას”. მართლაც, სასწაულებრივ მოიგო ბატონმა ხესუსმა კოლოსალური თანხა და მისი მიზნებით უფრო მეტად კოლოსალური და გენიალურია. იმედია თავის მიზანს განახორციელებს და შეძლებს მაგალითი იყოს მაგალითი იმისა, თუ რა არის ადამიანის დანიშნულება. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ცხვორება უდაბნოა ურწყულიო, ხესუს დევილია უმცროსმა კი შუაგულ უდაბნოში ოაზისების აგება დაიწყო და ჩვენც მოგვიწოდებს დავეხმაროთ, რათა გარს შემოვლით კი არ მოგვიწიოს მისი გადავლა, არამედ პირდაპირ შეგვეძლოს მისი გაკვალვა. ბუნებაში არაფერი იკარგება ეს ფიზიკის კანონია, ხოლო ქართველებს გვაქ ეგეთი ანდაზა “კარგი ქენი ქვაზე დადე გაივლი და რაიცი იქნება ჯეკპოტი მოიგო 265.000.000 დოლარის ოდენობით, აი მაშინ კი თქვენ და თქვენი კაცობა! 421 4-ს მოსწონს
|