ფეხბურთი ლაპორტა: "ბარსელონას" Qatar Airways აკონტროლებს" 2015, 26 ოქტომბერი, 18:06 "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან ლაპორტა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უუნარობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს Qatar Airways მართავს. "თუ კლუბი ფინანსურ საკითხებში ბალანსს ვერ მიაღწევს, ხელმძღვანელობამ პოსტი უნდა დატოვოს. სიტუაცია საგანგაშოა. ამ ეტაპზე, "ბარსელონა" კატარის ხელშია. ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ისინი კლუბის ისტორიაში საუკეთესო სპონსორულ შეთანხმებას გააფორმებენ, მაგრამ შედეგი ისაა, რომ "ბარსა" ამ კომპანიის ხელშია. რა თქმა უნდა, ბართომეუ ხელს იმას მოაწერს, რასაც მას Qatar Airways შესთავაზებს."
44 13-ს მოსწონს
|