x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შვაინშტაიგერი ნაცისტურ ჯარისკაცად აქციეს-გერმანელი ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს აპირებს
imageმოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ბასტიან შვაინშტაიგერი აპირებს უჩივლოს სასამართლოში კომპანიას, რომელომაც დაამზადა ჯარისკაცი მისი სახელით და გარეგნობით.


ფეხბურთელმა საკუთარ ადვოკატებს დაავალა იჩივლონ სასამართლოში იმ ჩინური სათამაშოების დამამზადებელი ფაბრიკის წინააღმდეგ, რომელმაც დაამზადა მისი სახელწოდების ჯარისკაცი მისივე გარეგნობით.

image

ჩინურმა კომპანიამ დაამზადა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი სათამაშო ჯარისკაცები, რომელსაც ჰქვია "ბასტიანი" და გარეგნობითაც გერმანელ ფეხბურთელს ჰგავს.


image

სხვადასხვა ვარიანტის სათამაშო ჯარისკაცი, რომელსაც ვერმახტის ფორმა აცვია, სახელად ჰქვია "ბასტიანი" და გარეგნულადაც ზედგამოჭრილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, 31 წლის ბასტიან შვაინშტაიგერია.

image

ჩინურმა კომპანიამ თავი იმით იმართლა, რომ მსგავსება გერმანელ ვარსკვლავთან "აბსოლუტურად შემთხვევითა" და ამასთანავე "ეს ვერმახტის წევრი" ჯარისკაცი არ ომობდა, ის იყო ე.წ. "მეომართა მომსახურე პერსონა", -" ბიჭი სამზარეულოში".



0
256
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0