x
image
თამუნა გეწაძე
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაქორწინდნენ?

imageრუსული და იტალიური საინფორმაციო საშუალებები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ რუსული ესტრადის ყველაზე "სექსუალურ" მომღერლად წოდებული ვერა ბრეჟნევა და მუსიკოსი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე დაქორწინდნენ.ქორწინების ცერემონია უახლოესი მეგობრების თანდასწრებით იტალიაში გაიმართა. წყვილი ჯერჯერობით არ ადასტურებს ამ ფაქტს.დიდი ხანია დადის ხმები მათი რომანის შესახებ. გასულ წელს კონსტანტინე მელაძე 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს გაშორდა, რომელმაც პრესას განუცხადა, რომ 10 წელია მუსიკოსი და ვერა "ჩუმად" ხვდებიან ერთმანეთს. ვერა ქორწინებაში იმყოფებოდა უკრაინელ ბიზნესმენთან, ამჟამად განქორწინებულია.წყვილი პირად საკითხებზე და მათ ურთიერთობაზე საუბარს ყოველთვის გაურბოდა.

imageშეგახსენებთ. რომ ძმები მელაძეები ბათუმიდან არიან და პოპულარობით სარგებლობენ არა მარტო რუსულ შოუბიზნესში.კონსტანტინე მელაძე ვერა ბრეჟნევას პროდიუსერი იყო წლების განმავლობაში. მათი ქორწინების შესახებ ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია, იმედია ეს ქორწინება ნამდვილად შედგა და მორიგი სიცრუე არ არის.

0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0