საბუნებისმეტყველო ის რაც მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეში აღმოაჩინეს გააოცა მთელი მსოფლიო 2015, 23 ოქტომბერი, 19:38 უკრაინაში მოქმედებს პროექტი, რომელიც იკვლევს ტყეებს ჩერნობილის გარშემო, მეცნიერებს სურთ დაადგინონ, რომელი ცხოველები ბინადრობენ და გამრავლდნენ რადიაციისგან დაბინძურებულ ადგილებში.
აღმოჩნდა, რომ ცხოველებისთვის ადამიანი უფრო დამღუპველი გამოდგა, ვიდრე ჩერნობილის ატომური სადგურიდან გაჟონილი რადიაცია.
ველური ცხოველების პოპულაცია აქ ბოლო 30 წლის მანძილზე არნახული ტემპით ვითარდება.აქ უამრავი ლოსი, ირემი და მგელი ბინადრობს. მეცნიერების აზრით, სწორედ ადამიანის არ ყოფნამ გამოიწვია ცხოველების პოპულაცია და არა რადიაციამ. ბრიტანული გამოცემა Current Biology-ში გამოქვეყნდა დასკვნა.მკვლევარები იყენებდნენ ვერტმფრენებს და აფიქსირებდნენ თოვლზე ნაკვალევს.ამგვარად იკვლევდნენ ისინი დაბინძურებულ ზონას. აღმოჩნდა, რომ ჩერნობილის ზონაში დაბრუნდნენ ისეთი იშვიათი ცხოვლები როგორიცაა მაგალითად ევროპული ფოცხვერი, ევროპული მურა დათვი, რომელიც ამ ადგილებში ბოლო 100 წელია არ უნახავთ. აგრეთვე ზონაში შეინიშნება მგლის, ტახის, შველის და მელიის დიდი პოპულაცია. როგორც პროფესორმა ჯიმი სმიტმა განაცხადა პორტსმუდის უნივერსიტეტიდან ავარიამ არ გამოიწვია გარემოს სერიოზული განადგურება."შემთხვევამ შექმნა ნაკრძალი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რადიაცია კარგია ცხოველებისავთის, მაგრამ ადამიანები და ლანდშაფტის ექსპლუატაცია უარესია." გასული წლის ნოემბერში დაბინძურებულ ზონაში დაყენდა 42 კამერა, რომელიც აკონტროლებს ცხოველების პოპულაციას. ახალი პროექტი, რომელიც ამა წლის დეკემბერში დაიხურება, წარმოგვიდგენს ახალ ფოტოებს გადაშენების პირას მყოფ ცხოველებისა, როგორებიცაა დომბა, დათვი და იშვიათი ცხენები. 1335 8-ს მოსწონს |
რაც შეეხება რადიაციას, ფოთთან ახლოს იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა სადაც გასვლის წინ როგორც ჩანს რუსებმა სარაკეტო მელანჟი დაღვარეს, თხმელა ისე სწრაფად იზრდება შეგეშინდება ადამიანს, ბალახიც ლამის ხის სიმაღლემდე ადის იმ მონაკვეთზე, ამიტომაც მოსახლეობა იმ ზონაში საქონელს არ აძოვებს.