სხვა ხუჭუჭა ფისო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო. სელკირკ რექსის ჯიშის კატები. 2015, 22 ოქტომბერი, 20:24
გაიცანით — კატა, ალბერტი! ის იშვიათ და ერთ-ერთი ახალი ჯიშის — სელკირკ რექსის (Selkirk Rex) წარმომადგენელია. მაგრამ ალბერტი ხუჭა ბეწვის კი არა, მკაცრი გარეგნობის გამო გახდა სოციალური ქსელების ვარსკვლავი.
აი რას ამბობს მისი პატრონი: «როდესაც ალბერტი მიყურებს, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს რამეს არასწორედ ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა, მას სახეზე ყოველთვის გამკიცხავი გამომეტყველება ავქვს. მაგრამ, ამას უკვე შევეჩვიე და როდესაც მას ვხედავ, ყოველთვის მეცინება და კარგ ხასიათზე ვდგები».
ხუჭუჭა კატებს ხალხი «ბატკნებს» და «დათუნიებს» ეძახის, რადგან მათი ბეწვი ძალიან რბილი და ფუმფულა არის. თანამედროვე ფელინოლოგიაში ტალღოვანბეწვიანი კატების უკვე რამოდენიმე ჯიში არსებობს. მაგრამ, სელკირკ რექსი დანარჩენებისგან გამოირჩევა. მისი წინაპრები ინგლისური და სპარსული ჯიშის კატები იყვნენ და მათგან მშვიდი და მოსიყვარულე ხასიათი გამოჰყვათ. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენელი, არც თუ ისე შორეულ წარსულში, 1987 წელს გაჩნდა. აშშ-ში, უაიომინგის შტატში, კატების ერთ-ერთ თავშესაფარში, ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რომ ერთი ახალდაბადებული კნუტი თავისი და-ძმისგან ძალიან განსხვავდებოდა. მას პუდელივით ბეწვი და ტალღოვანი ულვაშები ჰქონდა. კნუტი, კატების მცოდნეს, ჯერი ნიუმანს გადასცეს. ის იმდენად დაინტერესდა უჩვეულო პატარა არსებით, რომ გადაწყვიტა მის საფუძველზე, კატის ახალი ჯიში გამოეყვანა. ამ ფუმფულა არსებებმა მალე დაიპყრეს ამერიკელების გულები, ხოლო ევროპაში რექსები 90-იან წლებში გამოჩნდნენ და დღესაც დიდ იშვიათობას წარმოადგენენ. სელკირკ რექსი კატის ჯიშად 1992 წელს აღიარეს. ჯიში აღიარებულია ACF, WCF, CFA, TICA, ACFA მიერ. 92 8-ს მოსწონს
|