ქალი დაზიანებული თმის მოვლის რამდენიმე მეთოდი. 2015, 21 ოქტომბერი, 20:59 დაზიანებული თმები ყველა ქალს დისკომფორტს უქმნის.შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს თმის გასაჯანსაღებლად.
1. ბალზამის მაგივრად კარგ შედეგს იძლევა თუ გამოვიყენებთ სასმელ ლუდს, ის თმას არბილებს და ბზინვარებას მატებს. უკეთესია თუ გამოვიყენებთ ეგრეთწოდებულ "ცოცხალ"ლუდს, რადგან ის შეიცავს ლუდის საფუარს, რომელიც კარგად მოქმედებს დაზიანებულ თმაზე და აღადგენს მის სტრუქტურას. თუ შეგაწუხებთ თმის არასასიამოვნო სუნი წყლის გადავლებით ისიც უპრობლემოთ გაქრება.
2.გავიკეთოთ თმაზე მაიონეზის ნიღაბი.მაიონეზი შეიცავს კვერცხს და მცენარეულ ზეთს, რომელიც აუცილებელია თმისთვის. წავისვათ მაიონეზი თმაზე და გავაჩეროთ 30 წუთი შევიხვიოთ და შემდეგ ჩამოვიბანოთ შამპუნის მეშვეობით. გარკვეული პერიოდის (1 თვის) შემდეგ ეს პროცედურა გავიმეოროთ, ძალიან მალე მივიღებთ კარგ შედეგს.
3.აუცილებელია თმის დაზიანებული ბოლოები დროთა განმავლობაში შევიჭრათ ეს თმას ძალიან უხდება.
4 დაზიანებულ თმაზე გადავივლოთ ლიმონიანი წყალი, გავაჩეროთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოვიბანოთ.ლიმონიანი წყლის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ წყალი, რომელშიდაც გახსნილია ცე ვიტამინი.( 1 ლიტრ წყალზე ერთი ამპულა) 216 2-ს მოსწონს
|